მთავარი / მთავარი მოვლენები / დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 3 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საპნის ქარხნის ტერიტორიის, გორგასლის, გულიას, კრწანისის, ნიშნიანიძის, სადგურის, სირაძის და ხეივნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელ დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, ჩხიკვაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის, გამრეკელის, პიკასოს, ინტენსიფიკაციის, ძოწენიძის, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის, გელოვანის, ჩაჩავას, გვიმრაძის, ალმასიანის, ბერბუკის, ალექსიძის და ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის IV კვარტლის და პატარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 17 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორბელიანის მოედნის, ათონელის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და სალხინოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი 11 საათიდან 17 საათამდე ნახევარი საათის მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აფრიკის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, ჭიჭინაძის, ცისკარიშვილის, პოლიციის, ქიზიყის, ენუქიძის, სამასი არაგველის, მოსტკოვის, გუმათგესის, იდუმალის, ფრონეს, ქვილითაიას, სამგორის, ფაღავას, სანაძის, გუგუშვილის, ბაღდავაძის და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი …