მთავარი / საქართველო / დღეიდან 2 ივლისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება
დღეიდან 2 ივლისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეიდან 2 ივლისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 28 ივნისიდან 2 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 ივნისს – 1 ივლისს მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოში.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …