მთავარი / მთავარი მოვლენები / დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა
დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა

დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში, სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის ივანე გოლოშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

“ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად თავის სიცოცხლეს სწირავენ და რისკის ქვეშ აყენებენ, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცულები. თითოეული ეს შემთხვევა გმირობის მაგალითია, რომლებსაც ჩვენი საგანაგებო დანიშნულების მებრძოლები ახორციელებენ.

დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც თავის სიცოცხლეს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მაგრამ კიდევ უფრო რეალურად თითოეული მოქალაქისთვის რისკავდნენ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ საგანგებო დანიშნულების ჯგუფს, რომელიც 22 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორც სპეცოპერაციის ჩატარებაზე, ასევე, საშიში ზონიდან მოქალაქეების გარიდებაზე.

წყარო: presa.ge

შემთხვევითი სიახლე

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ბიძინა ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პროპორციულ არჩევნებზე გასცა ცალმხრივი დაპირება

ჩვენ ცილს გვწამედნენ მუდამ რომ რაღაც არ შევასრულეთ, რაღაც არ გავაკეთეთ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა „ქართული ოცნება“ …