მთავარი / საქართველო / განათლება / ჩუღურეთსა და საბურთალოზე ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა
ჩუღურეთსა და საბურთალოზე ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

ჩუღურეთსა და საბურთალოზე ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნა

თბილისში, საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებში თითო-თითო ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის ცნობით, საბურთალოზე მდებარე N74-ე საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

მერიის ცნობით, საბურთალოს რაიონში, პეკინის 23-ში მდებარე ბაგა-ბაღი 15 წლის წინ დაიხურა, ტერიტორია გასხვისდა დეველოპერულ კომპანიაზე, რომელიც ბაღის ადგილას მრავალსართულიანი კომპლექსის აშენებას გეგმავდა. თბილისის მერიამ აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაიბრუნა და ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყო. ცხრა ჯგუფიან ბაღში დარეგისტრირებულ 350 აღსაზრდელს 70-კაციანი პერსონალი მოემსახურება.

ჩუღურეთში კი 69-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელშიც ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო. ბაღში 7 სააღმზრდელო ჯგუფია, ჯამში კი 250-მდე ბავშვი.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …