ჭკვიანმა კამერებმა ტექინსპექტირების არგავლის გამო 4 დღეში 6 654 მძღოლი დააჯარიმა | Tbilisi Today
მთავარი / საქართველო / ჭკვიანმა კამერებმა ტექინსპექტირების არგავლის გამო 4 დღეში 6 654 მძღოლი დააჯარიმა
ჭკვიანმა კამერებმა ტექინსპექტირების არგავლის გამო 4 დღეში 6 654 მძღოლი დააჯარიმა

ჭკვიანმა კამერებმა ტექინსპექტირების არგავლის გამო 4 დღეში 6 654 მძღოლი დააჯარიმა

მას შემდეგ, რაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაგაუვლელი ავტომობილების დაჯარიმების პროცესში ე.წ. ჭკვიანი კამერებიც ჩაერთო, საერთო ჯამში, 6 654 ჯარიმა გამოიწერა. ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევისა და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა თქვა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ამასტან, როგორც ლილუაშვილმა თქვა, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, ჯამში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ სულ 2404 ჯარიმა დაიწერა.

შს სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ტექინსპექტირების პროცესში “ჭკვიანი კამერების” ჩართვის შემდეგ, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა რამდენჯერმე გაიზარდა.

14 იანვრიდან “ჭკვიანი კამერები” ავტომატურ რეჟიმში დააჯარიმებს იმ ავტომობილებს, რომლებსაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვს. პირველ ჯერზე ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 50 ლარია, იურიდიულისთვის კი 200 ლარი.

როგორ გავიგოთ როდის უწევს ჩვენს მანქანას ტექნიკური ინსპექტირება – ამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.

შემთხვევითი სიახლე

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის …