მთავარი / საქართველო / ჭიათურაში სატვირთო ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, მძღოლი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა
ჭიათურაში სატვირთო ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, მძღოლი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, მძღოლი შემთხვევიდან რამდენიმე საათში, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფოშია მოათავსებული.

რაც შეეხება ავტომობილის მძღოლს, ის მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 83 წლის მამაკაცი, რომლის ავტომობილიც დაგორდა, სავარაუდოდ, ნერვიულობის შედეგად ცუდად გახდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევითი სიახლე

პასუხი რუსეთის ტურისტულ ემბარგოს – ზვიად კორძაძე ინიციატივით გამოდის

ადვოკატი ზვიად კორძაძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესებას ინიციატივით “ერთი კვირა ქართულ ტურიზმს” ეხმიანება. სოციალურ …