ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა | Tbilisi Today
მთავარი / საქართველო / ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა

დაბა ჩაქვში ავტოავარიის შედეგად 19 წლის სტუდენტი გოგო დაიღუპა.

მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ახალგაზრდა ბიჭი მართავდა, ხრამში გადავარდა. დაშავდა მძღოლიც. იგი კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

შემთხვევითი სიახლე

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის …