მთავარი / საქართველო / ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი
ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის ტურისტულ ემბარგოს.

ნაცვლიშვილი მსოფლიოს ქართველების დაწყებულ კამპანიაზე #იმოგზაურესაქართველოში უამობს და სთხოვს საქართველოში იმოგზაურონ.

“მეგობრებო ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. პუტინის თავს დაესხა საქართველოს ეკონომიკას და აკრძალა ფრენები რუსეთიდან საქართველოში. სამწუხაროდ, ეს იმოქმედებს ბევრი ადამიანის სოციალურ მდგომარეობაზე, რომელთა შემოსავალიც სწრაფად შემცირდება, ჩვენი ეკონომიკა დაზარალდება, მაგრამ დიდი ხნით არა. საბედნიეროდ, საქართველოს ბოლოს და ბოლოს აქვს შანსი, ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინოს და ტურიზმის სტრატეგია წინ წაწიოს დამოუკიდებელი და მდგრადი მომავლისთვის. სანამ ეს მოხდება, ჩვენი მოქალაქეები უნდა გადარჩნენ, ამიტომ ქართველებმა დაიწყეს კამპანია #იმოგზაურესაქართველოში,” – წერს ის ფეისბუქზე.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მხოლოდ მათი ჩასვლა საქართველოში საკმარისი არ არის და უნდა მოუყვნენ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და მთელ მსოფლიოს ფანტასტიკურ ქვეყანაზე.

გთხოვთ დაწერეთ, დაპოსტეთ, გააზიარეთ და უამბეთ ყველას, რომ ისინი უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რომელიც აბრეშუმის, ღვინის, სიმღერის, მდიდარი კულტურის, ისტორიის მიწაა და სულისშემკვრელი ბუნება აქვს.

შემთხვევითი სიახლე

მამუკა ბახტაძე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას …