მთავარი / თბილისი (გვერდი 5)

თბილისი

კახა კალაძე: ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას

კახა კალაძე: ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას

პრემიერისგან თანხმობა გვაქვს მიღებული და ვიწყებთ მეტროს ახალი ვაგონების, ევროპული მეტროს ვაგონების შესყიდვას, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციის დროს განაცხადა. თბილისის მერმა ყურადღება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მეტროს გახსნიდან დღემდე ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელებულა და შესაბამისად, ძალიან რთული მემკვიდრეობა ერგო დღევანდელ ხელისუფლებას. კალაძის თქმით, …

სრულად წაკითხვა »

ორშაბათიდან თბილისში MAN-ის ფირმის 50 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

ორშაბათიდან თბილისში MAN-ის ფირმის 50 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

მე ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა პირველ ეტაპზე 90 ავტობუსი შეგვეძინა, აქედან 50 უკვე დედაქალაქშია და ორშაბათიდან მოემსახურება ქალაქის მცხოვრებლებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, MAN-ის ფირმის ახალი, 10-მეტრიანი ავტობუსების წარდგენისას განაცხადა. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ ავტობუსების ფერი მოსახლეობამ შეარჩია, გამოკითხვაში მონაწილეობით. ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ყვითელი ავტობუსები …

სრულად წაკითხვა »

8 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

8 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, შეზღუდვა მთაწმინდის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეეხება: კოჯრის ახალი გზატკეცილის, კომკავშირის ხეივნის, ჩიტაძის, ჭონქაძის, შოთა ნიშნიანიძის, ამაღლების, მარო მაყაშვილის, როსტომ მუსხელიშვილის და გიზო ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს. ვაკის რაიონში, 9 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: …

სრულად წაკითხვა »

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

მგზავრობისას ბილეთის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის. კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე. ასევე მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს …

სრულად წაკითხვა »

8 თვეში თბილისის ავტოპარკს ISUZU-ს მარკის 220 ახალი ავტობუსი შეემატება

8 თვეში თბილისის ავტოპარკს ISUZU-ს მარკის 220 ახალი ავტობუსი შეემატება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ თბილისში 220 ავტობუსის შემოსაყვანად ხუთი თვის გამოცხადებულ ტენდერზე გამარჯვებული გამოავლინა. ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს. საბოლოოდ, სატრანსპორტო კომპანია 64,79 მილიონს გადაიხდის. ამ დრომდე დავების საბჭო ტენდერში მონაწილე კომპანიების საჩივრებს განიხილავდა. შესყიდული ავტობუსები სატრანსპორტო კომპანიამ ეტაპობრივად, არაუგვიანეს რვა თვის (2020 წლის 24 იანვარი) განმავლობაში უნდა …

სრულად წაკითხვა »

Airbnb-ზე ბინების გაქირავებიდან თბილისმა 23 მილიონი დოლარი მიიღო

Airbnb-ზე ბინების გაქირავებიდან თბილისმა $23 მლნ მიიღო

Airbnb-ზე ბინის გაქირავებიდან თბილისმა 2018 წლის განმავლობაში 23 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 90.7%-ით არის გაზრდილი, 2016 წელთან შედარებით კი 5.75-ჯერ მეტია, – Airbnb-ზე თბილისის ბაზრის მიმოხილვას Galt&Taggart აქვეყნებს. გაზრდილია მიწოდების მაჩვენებელიც. კვლევის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში, სისტემაში საშუალოდ თვეში 10,289 გასაქირავებელი ბინა იყო (ზრდა y.y 62.8%), 2017 წელს – …

სრულად წაკითხვა »

12 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

12 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 12 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის, ზემო ვეძისის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ქართველიშვილის, ონიაშვილის, შალვა ნუცუბიძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III, IV მიკრორაიონების, …

სრულად წაკითხვა »

ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება

ისნის რაიონში 350 ბავშვზე გათვლილი ახალი ბაგა-ბაღი შენდება. მშენებლობის პროცესს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის გამგებელთან, კახა ლაბუჩიძესთან და საკრებულოს დეპუტატებთან, თამარ ტალიაშვილთან და ნინო ლაცაბიძესთან ერთად ნავთლუღის ქუჩის N8-ში გაეცნო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში 11 სააღმზრდელო ჯგუფი იქნება და 7-მდე ადამიანი დასაქმდება. საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, უზრუნველყოფილი …

სრულად წაკითხვა »

არსებული ინფორმაციით, წყნეთში შვილმა მამა მოკლა

არსებული ინფორმაციით, წყნეთში შვილმა მამა მოკლა

წყნეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა. დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია. მკვლელობის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

10 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

10 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს, 10 აპრილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, შეზღუდვა გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს. ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების, მოლითის და თორნიკე ერისთავის ქუჩების მცხოვრებლებს; ხოლო 11 საათიდან …

სრულად წაკითხვა »