მთავარი / თბილისი (გვერდი 37)

თბილისი

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩის N1-თან მშენებლობას საფუძველი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩაუყარა. დედაქალაქის მერმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულაც ჩადო. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები …

სრულად წაკითხვა »

საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

საკრებულოში ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი კომისიის – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომისიების წევრებმა უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ჯანდაცვის და …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია მისი თანამშრომლის დაკავების გამო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია მისი თანამშრომლის დაკავების გამო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მისი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ოთარ აბესაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ”გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დედაქალაქის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს და მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში. ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ …

სრულად წაკითხვა »

აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია იწყება

აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს.

სრულად წაკითხვა »

გიორგი ალიბეგაშვილმა და გულიკო ზუმბაძემ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლეს

გიორგი ალიბეგაშვილმა და გულიკო ზუმბაძემ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ წარმომადგენლობით ორგანოში ისრაელის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს. შეხვედრაზე, რომელიც გულიკო ზუმბაძის ინიციატივით გაიმართა, დეპუტატებს წიგნი სახელწოდებით – „საქართველოს ებრაელ პოეტთა პოეზიის ანთოლოგიის“ ავტორმა, პროფესორმა შალვა წიწუაშვილმა პირადად წარუდგინა. საკრებულოს წევრებმა სტუმრებთან ერთად ქართველებისა და …

სრულად წაკითხვა »

საკრებულოში უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა

საკრებულოში უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე უცხოელ ინვესტორებს დედაქალაქის საკრებულოში შეხვდნენ. შეხვედრა თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში კომპანია “GUG”-ის წარმომადგენლის ლაშა ჟვანიას ინიციატივით შედგა, სადაც კომპანია “BCD GROUP”-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და მის პირველ მოადგილეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო …

სრულად წაკითხვა »

ჯაბა სამუშიამ პარიზის მერიაში შეხვედრები გამართა

ჯაბა სამუშიამ პარიზის მერიაში შეხვედრები გამართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია საფრანგეთში შეხვედრებს მართავს. პარიზის მერის მოადგილეს ჯულიან ბარჟეტონთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საფრანგეთის დედაქალაქისა და თბილისის ბიუჯეტის ფორმირებისა და ხარჯვის საკითხებზე ისაუბრეს. ამასთანავე, პარიზის მერის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელმა ლორენ გონსალესმა ჯაბა სამუშიას ის პროექტები გააცნო, რომლებიც პარიზში პარკირების მოწესრიგების, ასევე …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. მერიის ცნობით, ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 175-ე  საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 …

სრულად წაკითხვა »

საკრებულოს წევრებმა პეკინის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები პეკინის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. დეპუტატები კომპანიის „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და ხელმძღვანელებისგან აღნიშნულ გამზირზე განხორციელებული წყალმომარაგების სისტემის განახლების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინეს. როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ …

სრულად წაკითხვა »

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

ირაკლი ფავლენიშვილი და თამარ ტალიაშვილი ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებული ტრეინინგების პირველ ეტაპს დაესწრნენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მედპერსონალისათვის ჩატარებულ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების პირველ ეტაპს დაესწრნენ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წევრის, თამარ ტალიაშვილის, ინიციატივით, თბილისის …

სრულად წაკითხვა »