მთავარი / თბილისი (გვერდი 2)

თბილისი

პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს

პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მიიტანეს ბანერი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. აქციის მონაწილეებმა ყველას მოუწოდეს, რომ ბანერზე ფეხით გადაევლოთ. ცოტა ხნის წინ, აქციაზე საქარველოს ჰიმნი გაისმა. ამ დრომდე გრძელდება გამოსვლები. აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის მოადგილის, გიორგი გახარიას გადადგომას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

სრულად წაკითხვა »

26 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

26 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ივნისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ კომპანია თელასში განაცხადეს. მათი ინფორმაციით, 10 საათიდან 18 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გლდანი მასივის III, V მირორაიონიების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ავჭალის გზატკეცილის, კრუპსკაიას, მიხაკო წერეთლის, დავით სარაჯიშვილისა და ბარბარე ერისტავი-ჯორჯაძის ქუჩების მცხოვრებლებს. 10 საათიდან 14 საათამდე …

სრულად წაკითხვა »

პარლამენტის შენობის წინ სამი მოქალაქე შიმშილობს

პარლამენტის შენობის წინ სამი მოქალაქე შიმშილობს

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ სამი მოქალაქე შიმშილობის აქციას აგრძელებს. მოშიმშილეებს რუსთაველის გამზირზე გაშლილი აქვთ კარავი. ერთ-ერთი მოშიმშილის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ამ დროისთვის, სამი ადამიანი შიმშილობს. ლემონჯავას განმარტებით, მათ სამი მოთხოვნა აქვთ – თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პატიმრობიდან გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები და 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლისას ძალის …

სრულად წაკითხვა »

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა გაიხსნა [ვიდეო]

ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა გაიხსნა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის სამუშაოები დაასრულა. ორდონიანი გზაგამტარი რკალისებურ ესტაკადას წარმოადგენს, რომელიც სარაჯიშვილის ქუჩიდან იწყება, ზემოდან გადადის მარშალ გელოვანის გამზირზე და აღნიშნული გამზირის მცხეთისკენ მიმავალ მიმართულებას უერთდება. 246 მეტრი სიგრძის ესტაკადის სავალი ნაწილი რვა მეტრი სიგანისაა. სავალი ნაწილის გარდა ესტაკადას ცალმხრივად მიჰყვება ორი …

სრულად წაკითხვა »

„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტის შენობის წინ დააბრუნა

„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტის შენობის წინ დააბრუნა

„თბილსერვის ჯგუფმა“ აქციის ორგანიზატორების სცენა პარლამენტის შენობის წინ დააბრუნა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერიამ სცენა და ჯებირები მოიპარა. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მშვიდობიანი და მრავალრიცხოვანი აქციებით შეშინებული ხელისუფლება ხელის შეშლის სტრატეგიაზე გადავიდა. ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხეს „თბილსერვის ჯგუფში“. მათი ინფორმაციით, პარლამენტის წინ არსებული კონსტრუქციები დასუფთავების დროს დროებით დასაწყობდა და უკვე უბრუნდება ადგილს, გახმოვანების აპარატურა …

სრულად წაკითხვა »

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწისქვეშ ჩაიტანენ

გორგასლის სანაპიროზე არსებულ საავტომობილო გზას მიწის ქვემოთ ჩაიტანენ

ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის რეკონსტრუქციისთვის 2019 წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება. მერია გეგმავს, რომ ავტომობილები ამ ადგილას გვირაბით გაატაროს, იქაურობა გაამწვანოს და ფეხით მოსიარულეებს დაუთმოს. გორგასლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი ერთ-ერთია იმ უმსხვილეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის, რომლებიც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, 29 …

სრულად წაკითხვა »

დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო [ფოტო]

დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში გზის მორეცხვის სამუშაოები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი ყოველდღიურად მოირეცხება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება. „ქუჩების დატვირთულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც კონკრეტული ქუჩების, …

სრულად წაკითხვა »

თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება

თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება

„თბილისის ქუჩები ორშაბათიდან ყოველდღიურად მოირეცხება“, – განუცხადეს “Business Time”-ს “თბილსერვის ჯგუფში”. კითხვაზე, რომელი ქუჩები მოირეცხება და რა პრიორიტეტით შეირჩევა ეს ადგილები, პასუხისგან თავი შეიკავეს და გვითხრეს, რომ ორშაბათს ინფორმაციას სრულად მოგვაწვდიან. „რაც შეეხება იმას, ხდებოდა თუ არა აქამდე ქუჩების მორეცხვა, დიახ, ქუჩები მაისის დასაწყისიდან ირეცხება, თუმცა ამას ყოველდღიური ხასიათი აქვს“, – …

სრულად წაკითხვა »

11 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

11 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტროენერგია შემდეგ რაიონებს შეეზღუდება: „ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ბენდელიანის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, პეტრე …

სრულად წაკითხვა »

თბილისსა და გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისსა და გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და ქალაქ გუანჯოუს დელეგაციის ხელმძღვანელმა ფან ძიენგუომ. მემორანდუმი ხუთწლიანია და ემყარება 2014 წლის 13 იანვარს ხელმოწერილ ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს და 2014 წლის 29 ნოემბერს გაფორმებულ თანამშრომლობის შეთანხმებას. მემორანდუმის მიზანია ორ ქალაქს …

სრულად წაკითხვა »