მთავარი / თბილისი / მერია (გვერდი 4)

მერია

აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია იწყება

აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს. კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს.

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს

თბილისის მერია ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით სპეციალურ დროებით მარშრუტებს ნიშნავს

თბილისის მერია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით 3-დან 27 ივლისის ჩათვლით 4 სპეციალურ დროებით მარშრუტს დააწესებს. მერიის ცნობით, ავტობუსები მგზავრებს სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან. დროებით მარშრუტებზე მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: მეტრო „ახმეტელის თეატრი“ – 175-ე  საჯარო სკოლა. მოძრაობას დაიწყებს გობრონიძის ქუჩიდან, მოუხვევს დუმბაძის გამზირზე და მგზავრებს მუხიანის მე-3 …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერიაში ელექტრომობილებისა და ენერგოეფექტურობის გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერიაში ელექტრომობილებისა და ენერგოეფექტურობის გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერიაში ელექტრომობილებისა და ენერგოეფექტურობის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ელექტრომობილები. ენერგოდამზოგავი მოწყობილობები, სამშენებლო მასალები და ალტერნატიული ენერგიის წყაროები. გამოფენა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო.  კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 19-25 ივნისს ევროპის მაშტაბით იმართება. პროდუქცია წარმოდგენლი ჰქონდათ შემდეგ კომპანიებს: Insta, Gorgia, New Light, Saga, Geonovation, Knaif, Rehau, Dio, …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მოდერნიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის  გადახდის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. დოკუმენტის მიხედვით, დაინტერესებულმა საფინანსო ინსტიტუტებმა შესაბამისი წინადადებები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში 10 ივლისის 18 საათამდე უნდა წარადგინონ. დოკუმენტის ტექნიკური მოთხოვნებთან წარმოდგენილი წინადადებების შესაბამისობას და პირველი ეტაპის გამარჯვებულებს სპეციალური კომისია განაცხადების მიღების …

სრულად წაკითხვა »

მზიურის პარკის რეაბილიტაციის დაწყება წელს იგეგმება

მზიურის პარკის რეაბილიტაციის დაწყება წელს იგეგმება

მზიურის პარკის რეაბილიტაციისთვის ტენდერი ივლისში გამოცხადდება,- ამის შესახებ “საქმის კურსს” მუნიციპალური განვითარებს ფონდში განუცხადეს. უწყებას მზიურის პარკი თბილისის მერიამ გადასცა. ამჟამად პარკის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. რებილიტაცია გულისხმობს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული გამწვანების და პარკი მზიურის აღდგენა-მოწყობას. „საპროექტო სამუშაოები მოიცავს პარკის ზედა ნაწილის, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

თბილისის გენგეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისში წარედგინება

თბილისის გენგეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისში წარედგინება

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საზოგადოებას განსახილველად ივლისის თვეში წარედგინება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიას განცხადებით, განხილვები მოეწყობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ასოციაციაში, არქიტექტურის სამსახურში, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში და ბოლოს დოკუმენტი განსახილველად თბილისის საკრებულოში შევა. გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს თბილისის გენერალური გეგმა ჯერ კიდევ …

სრულად წაკითხვა »

სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა მეტროს ხაზი აშენდეს

სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა მეტროს ხაზი აშენდეს

სამგორიდან აეროპორტის მიმართულებით, შესაძლოა მეტროს ხაზი აშენდეს, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერია მეტროს ხაზების დამატებას გეგმავს, თუმცა ინიციატივა ჯერ-ჯერობით იდეის დონეზეა. კიდევ ერთი მიმართულება, სადაც მერია მეტროს ხაზის დამატებას გეგმავს დიდუბიდან დიღმის მიმართულებაა. „ვგეგმავთ ახალი მეტროს ხაზების დამატებას, თუმცა ეს ჯერ ინიციატივის დონეზეა და …

სრულად წაკითხვა »

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა 200%-ით გაიზარდა

დედაქალაქის მერიაში საჩივრების რაოდენობა წლიურად 200% -ით გაიზარდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრასპორტირების კითხით სულ 1800 საჩივარია შესული, საიდანაც ყველაზე დიდი წილი საურავებზე მოდის. ამასთან, დედაქალაქის მერიის თქმით , ყოველდღიურ რეჟმში 50 ჯარიმის საკითხი განიხილება. სულ ევაკუციის კუთხით უწყებაში 138 საჩივარი შევიდა საიდანაც 48 გაუქმდა.

სრულად წაკითხვა »