მთავარი / თბილისი / მერია (გვერდი 2)

მერია

თბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს

თბილისის მერია დამატებითი შესწავლის მიზნით, ორი ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე N33 საბავშვო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძემ საბავშვო ბაღის შენობა დაათვალიერა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ბაგა-ბაღის შენობაში თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ხარვეზები გამოავლინა. არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით, კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანსა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ …

სრულად წაკითხვა »

ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა

ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების კიდევ 101 ადგილი გაუქმდა

ქვეითების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის თბილისის მთავრობამ ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების კიდევ 101 ადგილის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტროტუარებზე ავტომანქანების პარკირების ყველაზე მეტი ადგილი შემცირდა: გრიგოლ რობაქიძის გამზირის კორპუს 2ა-2ბ-სთან – 21 ერთეული და ვაჟა-ფშაველას გამზირის N30-ის მიმდებარედ – 23. სულ ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებულ ტროტუარებზე …

სრულად წაკითხვა »

მერია სამშენებლო ნებართვების გაცემას ამკაცრებს

მერია სამშენებლო ნებართვების გაცემას ამკაცრებს

სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებზე პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ დღეს მერიაში მორიგი განცხადება გაკეთდა. არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი აცხადებს, რომ თბილისის მერია სამშენებლო ნებართვების გაცემას მაქსიმალურად გაამკაცრებს. “იქნება პროექტირების ეტაპიდანვე მკაცრი მოთხოვნები ყველა დეტალზე. მაგალითად, 27 მეტრზე მეტი სიმაღლის მქონე შენობას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 სახანძრო ლიფტი, მინიმუმ 1 600 კილოგრამის ტევადობის; …

სრულად წაკითხვა »

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

დღეს,  00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 4 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. “ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო …

სრულად წაკითხვა »

კახა კალაძე მერის ხელფასს არ აიღებს

კახა კალაძე მერის ხელფასს არ აიღებს

კალა კალაძე თბილისის მერის პოსტზე ხელფასს არ აიღებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერიაზე დაყრდნობით bpn-ი წერს. დედაქალაქის მერიის ცნობით, კალაძე მერის ხელფასს საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს და ის სხვადასხვა სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება. „მერის ანაზღაურება 3 180 ლარია. კალაძე ამ თანხას საკუთარი მოხმარებისთვის არ გამოიყენებს. მერის ხელფასი მოხმარდება სოციალურ საჭიროებებს. ძალიან ბევრი განცხადება …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ როუდ გრუპმა“ მერიის შეკვეთის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რა დროსაც, ასფალტის საფარის პირველი ფენა უშუალოდ ხეების ირგვლივ დააგო. მას მწვანე ნარგავების ასფალტის საფარისგან სასწრაფოდ გათავისუფლების მითითება მიეცა, რაც უმოკლეს ვადებში შესრულდა. აღნიშნულ პროცესში …

სრულად წაკითხვა »

22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

22 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისიმარათონი 2017”-თან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს 08:00-დან 11:30-მდე ტრანსპორტის მოძრაობა შემდეგ ქუჩებზე შეიზღუდება: გორგასლის ქუჩაზე კრწანისის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით; კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფ. ლესელიძის ქუჩა); თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე; მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი); გალაკტიონ ტაბიძის ხიდზე და მარჯანიშვილის ქუჩაზე; მარჯანიშვილის მოედანსა და აღმაშენებლის გამზირზე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე; …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია Bus Lane-ის დამატებაზე მუშაობს

თბილისის მერია Bus Lane-ის დამატებაზე მუშაობს

თბილისს შესაძლოა, რამდეიმე ახალი Bus Lane დაემატოს, – ამის შესახებ პირველ არხს დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ განუცხადა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიის დავალებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ორი კვირის ვადაში სამუშაო გეგმას წარადგენს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივნიდან დიდუბის ავტოსადგურამდე, წერეთლის გამზირიდან პეკინის ქუჩამდე, შესაძლებელია, Bus Lane …

სრულად წაკითხვა »

მერია 206-ე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

მერია 206-ე ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

თბილისის მერია დღეს ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. მერიის მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი. ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ …

სრულად წაკითხვა »

თბილისის მერია: ქეთევან წამებულის გამზირი დროებით გადაიკეტება

თბილისის მერია: ქეთევან წამებულის გამზირი დროებით გადაიკეტება

ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს  00:00 საათიდან 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა მეტრო „ისნიდან“  სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება. შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით  ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, …

სრულად წაკითხვა »