მთავარი / სპორტი (გვერდი 2)

სპორტი

აფხაზი გოგონები მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე ჰიმნს შეასრულებენ

აფხაზი გოგონები მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე ჰიმნს შეასრულებენ

კრემლი კვლავ განაგრძობს აფხაზური სეპარატიზმის პოპულარიზებას. ამჯერად მან ამისთვის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გამოიყენა – დონის როსტოვში გახსნის ცერემონიალზე მუნდიალის ჰიმნს აფხაზი მოზარდები ადელინა ადჯბა და ამინა ჯარსალია შეასრულებენ. რუსული მედიის ცნობით, გოგონებმა ვოკალისტთა სპეციალურ კონკურსში გაიმარჯვეს, რომელშიც 400 მონაწილე იყო. 13 წლის ამინამ და ადელინამ ნომინაციაში “დუეტი” წარმატებას მიაღწიეს. წყარო: newposts

სრულად წაკითხვა »

ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები ლონდონში რუსული პასპორტებით გაემგზავრა

ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრები ლონდონში რუსული პასპორტებით გაემგზავრა

31 მაისიდან 9 ივნისამდე ლონდონი არაღიარებული რეგიონების საფეხბურთო ტურნირს უმასპინძლებს, რომელსაც მისი ორგანიზატორები არაღიარებულთა მსოფლიოს ჩემპიონატს უწოდებენ. ორგანიზატორი CONIFA გახლავთ – 47 არაღიარებული რეგიონის საფეხბურთო კავშირი, რომლის ოფისი შვედეთის ქალაქ ლულეოში მდებარეობს. არაღიარებულთა მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მიმდინარე ტურნირი კი მესამეა. ე.წ. მსოფლიოზე ოკუპირებული აფხაზეთის ნაკრებიც ითამაშებს, რომელიც წინა ტურნირის გამარჯვებულია. აფხაზური მედიის …

სრულად წაკითხვა »

დაბა კაზრეთში კომპანია “არემჯის” მხარდაჭერით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა კაზრეთში კომპანია “არემჯის” მხარდაჭერით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ დახმარებით რაგბის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სტადიონისთვის ტერიტორია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოყო, ხოლო მიწის სამუშაოებს ადგილზე კომპანია „არემჯი“ ახორციელებს. ადგილზე კომპანიის ტექნიკის დახმარებით გაიწმინდა და მოსწორდა სტადიონისათვის განკუთვნილი მიწის საფარი. მშენებლობის მე-2 ეტაპი ადგილზე სტადიონის საფარის და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს. კაზრეთის რაგბის გუნდ ,,ყოჩებს‘’ უკვე …

სრულად წაკითხვა »

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს თბილისში ჩამოვა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს თბილისში ჩამოვა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2019 წელს საქართველოში ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ევროპის დიდი ექვსეულის  გუნდთან ტესტ-მატჩს „ბორჯღალოსნები“ თბილისში პირველად გამართავენ. შეხვედრა 2019 წლის მსოფლიო თასის წინ გაიმართება. სერია ორი მატჩისგან შედგება. მილტონ ჰეიგის გუნდი შოტლანდიას 24 აგვისტოს „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება, ხოლო 6 ან 7 სექტემბერს იგივე მეტოქეს შოტლანდიის მთავარ …

სრულად წაკითხვა »

პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებულია

პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ქართველი პარასპორტსმენი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელია. ანტალიაში, პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ფინალში ზვიად გოგოჭურმა ძლიერი მოწინააღმდეგე სემ ინგრემი, 2-გზის ოლიმპიური პრიზიორი, ლონდონის ვერცხლის, პეკინის ბრინჯაოს მფლობელი, დაამარცხა. ზვიად გოგოჭური 2016 წლის რიოს პარალიმპიური თამაშების ოქროს მფლობელი, ევროპის ჩემპიონატის და IBSA-ს მსოფლიო თასის გამარჯვებულია.

სრულად წაკითხვა »

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ.) ატაცში 180 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 220 და ოქროს მედლების მოპოვება შეძლო. აღნიშნულ ტურნირზე ასევე სამი ოქროს მედალი მოიპოვა გოგა ჩხეიძემაც (69 კგ.) მან ატაცში 130 კილოგრამს გაართვა თავი, ხოლო აკვრაში 170 კილოგრამი …

სრულად წაკითხვა »

ლიანა ჯოჯუამ მსუბუქ წონაში ММА-ს მსოფლიო ჩემპიონის ქამარი მოიპოვა [ვიდეო]

პირველად FIGHT NIGHTS GLOBAL-ის ისტორიაში, სატიტულო ბრძოლაში ქართველი გოგონა რუს მეტოქეს დაუპირისპირდა. 22 წლის ჯოჯუა, მეტსახელით “მგელი”, შვიდი წლით უფროსს, რუს მარინა მოხნატკინას დაუპირისპირდა. გამარჯვებული ხუთი რაუნდის გამართვის შემდეგ, ჟიურის გადაწყვეტილებით გამოვლინდა.

სრულად წაკითხვა »

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სტადიონზე საქართველოს დროშა გოგი წულაიამ აღმართა

საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ქუთაისის რაგბის სტადიონზე საქართველოს დროშა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელმა გოგი წულაიამ აღმართა. აღნიშნული გადაწყვეტილება წულაიას ცნობილ ფრაზას უკავშირდება – „დროშა ვერ დაკიდენ“, რომელიც მან რაგბიში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას გააკეთა. მაშინ რაგბის სტადიონზე აღმართულ რამდენიმე დროშას შორის საქართველოს დროშა მოცულობით გაცილებით პატარა იყო. რაგბის კავშირმა წულაიას საჩუქრად მაისური …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში რამდენიმე საათში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

საქართველოში რამდენიმე საათში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

საქართველოს დედაქალაქში, დღეს, 8 თებერვალს FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა. მსოფლიო თასის ტურს ორგანიზებას თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კოკა-კოლა უწევენ. ინფორმაციას ipress-ი ავრცელებს. გულშემატკივრებს საშუალება აქვს საკუთარი თვალით იხილონ საფეხბურთო სფეროში არსებული უმაღლესი ჯილდო. FIFA-ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და …

სრულად წაკითხვა »

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად აღიარეს

ლაშა ტალახაძის მორიგი აღიარება​ – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ტალახაძემ გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ძალოსანი მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს. 2017 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოკითხვა 2018 წლის იანვარში ჩაატარა. ქართველმა ძალოსანმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გასულ წელს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა.

სრულად წაკითხვა »