მთავარი / საქართველო / შემთხვევა (გვერდი 2)

შემთხვევა

ყაზბეგის გამზირზე შუახნის კაცი ცოლის თვალწინ დაჭრეს

ყაზბეგის გამზირზე შუახნის კაცი ცოლის თვალწინ დაჭრეს

ცოტა ხნის წინ ყაზბეგის 33-თან შუახნის კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ამის სესახებ ინფორმაცია imedinews-ი ავრცელებს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ფაქტს, სავარაუდოდ, მისი მეუღლეც შეესწრო. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის არ კონკრეტდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სრულად წაკითხვა »

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

თბილისში ქალი მეცხრე სართულიდან გადმოხტა

თბილისში, წერეთლის გამზირზე შუახნის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას PIA ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კოჯრის ტყეში 31 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მამაკაცი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ცხოვრობდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

მეტეხთან ავტომობილი ამოტრიალდა

მეტეხთან ავტომობილი ამოტრიალდა

თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ტაძრის წინ ავტომობილი ამოყირავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა, ჯებირი გაარღვია და ამოტრიალდა. როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. შსს-მ მომხდარზე რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოახდინა.

სრულად წაკითხვა »

ხობის რაიონში მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა

ხობის რაიონში მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა

ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში სამგზავრო მატარებელი შუახნის ქალს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარკინიგზო ხაზთან ახლოს ცხოვრობდა. მათივე თქმით, დაღუპული სარკინიგზო რელსებზე გადადიოდა და მატარებლის მოახლოება დროულად ვერ შენიშნა. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე …

სრულად წაკითხვა »

ფოთში ავარიას 33 წლის ქალი ემსხვერპლა

ფოთში ავარიას 33 წლის ქალი ემსხვერპლა

ფოთში კლდიაშვილისა და გორგასალის ქუჩების კვეთაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შედეგად, 33 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლუატაციას გულისხმობს.

სრულად წაკითხვა »

ბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათში 14 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში სკოლის მოსწავლის გარდაცვალების ფაქტს იძიებენ. 14 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ოჯახის წევრებმა იპოვეს. შსს-ის ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

სრულად წაკითხვა »

რიკოთის გვირაბთან ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა მათ შორის ორიბავშვია

რიკოთის გვირაბთან ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა მათ შორის ორი 2 ბავშვია

რიკოთის გვირაბთან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, დაღუპულებიდან 2 ბავშვია. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს და გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის …

სრულად წაკითხვა »

ქუთაისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ასევე სამინისტროში განმარტავენ, რომ პირველადი დათვალიერებით ცხედრებს დაზიანებები არ აღენიშნებათ.

სრულად წაკითხვა »