მთავარი / საქართველო (გვერდი 5)

საქართველო

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა

კორეის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი დააკმაყოფილა. უწყების ინფორმაციით, კორეული ავიაკომპანია Korean Air სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 …

სრულად წაკითხვა »

ჩემი მეუღლე ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია – სანდრა რულოვსი

ჩემი მეუღლე ლამის ემიგრანტების პრეზიდენტია - სანდრა რულოვსი

ვიზრუნებ, რომ ზუგდიდი გახდეს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე და აქედან დაიწყება სამაგალითო გამარჯვება მთელი საქართველოსთვის, – ამის შესახებ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა განმუხურში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, ზუგდიდელებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გადაწყვეტს რეგიონის პრობლემებს. „ეს არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენს ოჯახში დაიბადა ამ სანაპიროს განვითარების იდეა. იქ …

სრულად წაკითხვა »

სავარაუდოდ „რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გაფორმდება. მისი თქმით, საუბარია ფრენებზე როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, „რაინეართან“ დავიწყეთ მოლაპარაკების ახალი ეტაპი. ეს მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია და უახლოეს მომავალში ალბათ ხელშეკრულებასაც გავაფორმებთ. თუმცა, ამ ეტაპზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილად …

სრულად წაკითხვა »

კახეთში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

კახეთში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში ბავშვი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახში ამბობენ, რომ ისინი ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიის მიერ წარმოებული ხორცის მიღების შემდეგ თავადაც მოიწამლნენ. “ხორცი შევიძინე, მოვამზადე და მივირთვით. ბავშვი დაახლოებით ნახევარ საათში მოიწამლა. მეც ცუდად …

სრულად წაკითხვა »

საქართველოს რკინიგზა FRANCO COMPANIA NAVIERA-სთან თანამშრომლობას განიხილავს

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე  გემთმფლობელ და ოპერატორ კომპანია „FRANCO COMPANIA NAVIERA“-ს  აღმასრულებელ დირექტორს, მერილი ფრანგისტას და მმართველ გუნდს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იოსებ ნანობაშვილი. საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს ქვეყნის  ტერიტორიაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე. ამ მიზნით კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს  პატარა ზომის …

სრულად წაკითხვა »

ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო

ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფომ 48 ათასი ლარი გამოყო

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პატიმრებისთვის ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. “ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მოსაშორებელი ამიტომ ჩვენ ამ თანხად 48 ათას ლარად მხოლოდ …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში 12-14 მაისს ამინდი გაუარესდება

საქართველოში 12-14 მაისს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, 12-14 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში გაზაფხულის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.

სრულად წაკითხვა »

სკოლებში საზაფხულო არდადეგების განრიგი ცნობილია

სკოლებში საზაფხულო არდადეგების განრიგი ცნობილია

2018-2019 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დასრულების თარიღი ცნობილია. imedinews-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, რომ სკოლებში არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით განსხვავებული იქნება. საზაფხულო არდადეგების დაწყების თარიღები კლასების მიხედვით ასე გამოიყურება: I კლასი – 28 მაისი II კლასი – 15 ივნისი III კლასი – 15 ივნისი IV კლასი – 15 ივნისი V …

სრულად წაკითხვა »

წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო

წილხვდომილობის დღის აღსანიშნად მთავრობამ 893 940 ლარი გამოყო

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის – 12 მაისის აღსანიშნავად და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 ათასი ლარი გამოიყო. მთავრობის განკარგულების მიხედვით, 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს – საქართველოს საპატრიარქო, 73 ათას ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტრო. მთავრობის კიდევ ერთი განკარგულებით, დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი …

სრულად წაკითხვა »

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში ერთ-ერთ ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში გახაჯოვების ოჯახს 50 სული რქოსანი პირუტყვი დაეხოცა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ რქოსანი პირუტყვები მწერების, ტკიპას საწინააღმდეგო წამლით დაბანეს და მინდორში გაუშვეს, ნახევარ საათში კი ყველა დახოცილი დახვდათ. ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები და დეტალებს არკვევენ.

სრულად წაკითხვა »