მთავარი / საქართველო (გვერდი 3)

საქართველო

პასუხი რუსეთის ტურისტულ ემბარგოს – ზვიად კორძაძე ინიციატივით გამოდის

ადვოკატი ზვიად კორძაძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის ემბარგოს დაწესებას ინიციატივით “ერთი კვირა ქართულ ტურიზმს” ეხმიანება. სოციალურ ქსელში კორძაძე წერს, რომ აგვისტოში შვებულების გატარებას საზღვარგარეთ აპირებდა, თუმცა ტურისტული ემბარგის დაწესების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ოჯახთან ერთად ქართულ სასტუმროში/ჰოსტელში   გაატარებს. „მე პირადად აგვისტოში ნანატრი შვებულების ერთ კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი საზღვარგარეთ. ვინაიდან …

სრულად წაკითხვა »

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში. პუტინი ასევე ავალებს …

სრულად წაკითხვა »

მამუკა ბახტაძე ელჩებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა და თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრას საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს საქართველოში ავსტრიის ელჩი არად ბენკო ავრცელებს. „კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა საქართველოსთვის მთავარ მიზნად დარჩება. აუცილებელია დეპოლარიზაცია“, – აღნიშნავს დიპლომატი.

სრულად წაკითხვა »

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ამას წინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს რამდენიმესაათიანი სხდომა უძღოდა, რომელსაც პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება, გადადგომის შესახებ წერილობით მიმართვის ან საჯაროდ განცხადების მომენტიდან. შეგახსენებთ, საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და მის …

სრულად წაკითხვა »

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. 17-21 ივნისს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +28,+33 გრადუსია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

სრულად წაკითხვა »

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არის მსხვერპლი

თუშეთში, ფშაველი-აბანოს გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ, სიმაღლიდან გადავარდა. ნასყიდაშვილის ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

სრულად წაკითხვა »

არასრულწლოვანმა, გორში პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავარიაში მოყვა

შსს-მ დააკავა არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციის მანქანა გაიტაცა და ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, 2001 წელს დაბადებული მოზარდი სოფელ ორთაშენში დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – 2001 …

სრულად წაკითხვა »

მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

მესტიაში ხიდიდან მდინარე დოლრაში ავტომანქანით გადავარდნილი ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მაშველებმა ისინი ​ავტომობილში ნახეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მესტიის სამსახურის გარდა, ჩართული იყვნენ ზუგდიდისა და ქუთაისის საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანამშრომლები. 22 და 23 წლის მამაკაცები მსუბუქი ავტომობილით გადააგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა.

სრულად წაკითხვა »

ფოთში 25 წლის ქალი დაჭრეს

ფოთში 25 წლის ქალი დაჭრეს

ფოთში, ნაბადის უბანში, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილიბები სახისა და გულმკერდის არეში მეუღლის ბიძამ მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. “სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 25 წლის ქალი შემოიყვანა, მას ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება. ჭრილობები დამუშავდა, გაეწია პირველადი ამბოლატორიული დახმარება და გაეწერა საავადმყოფოდან,“ – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

სრულად წაკითხვა »

უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობისა და ვიზის მიღებაზე მოთხოვნები მკაცრდება

უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობისა და ვიზის მიღებაზე მოთხოვნები მკაცრდება

1 ივლისს ძალაში შედის პრეზიდენტის მიერ 30 მაისს ხელმოწერილი ცვლილებები, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. მთავარი ცვლილება უცხოელებისთვის ვიზისა და ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს ეხება. ცვლილება შეეხო უცხოელებისათვის საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღების შემთხვევასაც. თუ აქამდე ნებართვა გაიცემოდა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 …

სრულად წაკითხვა »