მთავარი / საქართველო / განათლება (გვერდი 3)

განათლება

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის ახალი პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია და შეიძინონ საჭირო საბაზო უნარები. პროექტი სკოლის მოსწავლეებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ემსახურება. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ამ ეტაპზე ჩართულები არიან საჯარო სკოლების VII, VIII და IX …

სრულად წაკითხვა »

სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა

სპეცოპერაციის გამო 97-ე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვიტა

გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს არ გაიმართება. განათლების სამინისტროს ცნობით, დღეს გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. აღნიშნული სკოლა სწორედ იმ ტერიტორიის მახლობლად მდებარეობს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც …

სრულად წაკითხვა »

განათლების მინისტრად, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაინიშნება

განათლების მინისტრად, სავარაუდოდ, მარიამ ჯაში დაინიშნება

განათლების მინისტრი უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, პარლამენტარი მარიამ ჯაში გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპრეს”-ი ავრცელებს. “ჩემთვის ეს ინფორმაცია უცნობია და შესაბამისად ვერ დაგიდასტურებთ, რადგან განსაკუთრებით კარგი თანამშრომლობა გვაქვს პარლამენტის კომიტეტსა და განათლების სამინისტროს შორის ბატონი სანდრო ჯეჯელავას ხელმძღვანელობით. აქვე, ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ განცხადებამდე და მმართველი გუნდის უმრავლესობის …

სრულად წაკითხვა »

კვლევა: ბიჭები უკეთ სწავლობენ, როცა კლასში გოგოები არიან

კვლევა: ბიჭები უკეთ სწავლობენ, როცა კლასში გოგოები არიან

ევროპელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კლასში გოგოების ყოფნა ბიჭების აკადემიურ მოსწრებას აუმჯობესებს. აღმოჩნდა, რომ სკოლებში, სადაც გოგოები ბიჭებს ჭარბობენ, ვაჟები უკეთ კითხულობენ. ამ კვლევის შესახებ Daily Telegraph-ი წერს. შესაძლოა, ამის მიზეზი გოგოებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებია, მაგალითად კონცენტრაციის მეტი შესაძლებლობა და კარგი შედეგების დემონსტრირების მოტივაცია. ეს ყველაფერი კლასზე დადებით გავლენას ახდენს. კვლევა 15 …

სრულად წაკითხვა »

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

პირველიდან მე-6 კლასამდე ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, 2018 წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელო შეიცვლება. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. როგორც მურღულიამ აღნიშნა, წიგნების შეცვლის საჭიროება ახლანდელი სახელმძღვანელოების სირთულიდან გამომდინარე დადგა, თუმცა, რა ცვლილებები შეიძლება შევიდეს წიგნის შინაარსობრივ ნაწილში, მინისტრის მოადგილე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს. „რა ცვლილებები შევა წიგნში, …

სრულად წაკითხვა »

67-ე სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო დირექტორი გათავისუფლდა

67-ე სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო დირექტორი გათავისუფლდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს შიდა აუდიტმა მუშაობა დაასრულა. სამინისტროში ამბობენ, რომ აუდიტმა გამოავლინა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რის გამოც სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო …

სრულად წაკითხვა »

ვაშლიჯვარში ახალი, რიგით მე-12 საბავშვო ბაღი გაიხსნა

ვაშლიჯვარში ახალი, რიგით მე-12 საბავშვო ბაღი გაიხსნა

თბილისში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა – საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მდებარე ახალი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა და ბაღის პირველ აღსაზრდელებს სამახსოვროდ წიგნები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “ამ უბანს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა საბავშვო ბაღის პრობლემა, …

სრულად წაკითხვა »

მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2017 წელს სკოლებიდან 9 პედაგოგი დაითხოვეს

მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2017 წელს სკოლებიდან 9 პედაგოგი დაითხოვეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მოსწავლეებზე ძალადობის გამო, 2016 წელს სკოლებიდან 14 პედაგოგი გაათავისუფლეს, ხოლო 2017 წლის იანვრიდან დღემდე – 9. ინფორმაციას ipn-ი ავრცელებს. რაც შეეხება ძალადობისა და ბულინგის პრევენციას, როგორც სამინისტროში განმარტავენ, ტრენინგები ტარდება სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის და მასწავლებლებისთვის. „ბულინგთან ბრძოლის კუთხით, რეაგირების სხვადასხვა სქემები არსებობს. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება ყველა …

სრულად წაკითხვა »

მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფარულად გადაღებული ვიდეო

მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფარულად გადაღებული ვიდეო

განათლების სამინისტროს ცნობით, 2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს. გადაცემა “იმედის დღემ” მოიპოვა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც მასწავლებელი მოსწავლეზე დავალების შეუსრულებლობის გამო ჯერ მორალურად ძალადობს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, სახაზავით ან ხის ჯოხით სცემს. 18 ოქტომბერს სახალხო დამცველმა სკოლებში ამ მხრივ არსებული ვითარების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 2016-2017 სასწავლო წლის მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს …

სრულად წაკითხვა »

2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი დაითხოვეს

2016 წლიდან დღემდე მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის გამო 23 მასწავლებელი გაათავისუფლეს

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, 2016-2017 სასწავლო წელს დისციპლინური წარმოება დაიწყო სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სავარაუდო ძალადობის 76 შემთხვევაზე, თუმცა უცნობია რამდენ მასწავლებელს დაეკისრა ამის გამო პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განათლების სამინისტროს შეკითხვით მიმართეს: “რამდენი პედაგოგი ან სკოლის თანამშრომელი გათავისუფლდა მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის მიზეზით სკოლიდან 2012 წლიდან დღემდე”. განათლების …

სრულად წაკითხვა »