მთავარი / მთავარი მოვლენები (გვერდი 8)

მთავარი მოვლენები

ევროპარლამენტარი: საქართველოს თამბაქოს შესახებ კანონი ევროკავშირის დირექტივებთან შეუსაბამობაშია

ანდრეი მამიკინი

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციების დაწესებიდან დღემდე კანონზე მსჯელობა ჯერ კიდევ არ შეჩერებულა და სავარაუდოდ, ის კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ამ დროისთვისაც კი პარლამენტი ახალ კანონში ცვლილებებს განიხილავს და ყოველ ჯერზე კანონით ნაკისრი ახალ-ახალი „შეუსრულებელი მუხლების“ კორექტირება უწევს. კანონზე მუშაობის დაწყებისთანავე აღინიშნა, რომ მომზადებული ცვლილებები ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას ემსახურებოდა, …

სრულად წაკითხვა »

ნიკა რურუა სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრი, ნიკა რურუა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. კურიერის ინფორმაციით, ზანდუკელის ქუჩაზე სასწრაფო გადაუდებელი დახმარება პოლიტიკოსის დედამ გამოიძახა, ადგილზე მისულ ექიმებს კი ის გარდაცვლილი დახვდათ. ნიკა რურუას პოლიტიკური კარიერა 2001 წლიდან იწყება. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ რურუა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2009 …

სრულად წაკითხვა »

2018 წლის ზამთრის ერთ-ერთი მოთხოვნადი აქსესუარი წვერის მანათობელი ნათურაა

2018 წლის ზამთრის ერთ-ერთი მოთხოვნადი აქსესუარი წვერის მანათობელი ნათურაა

2018 წლის ზამთრის მოდის ერთ-ერთი უცნაური ტრენდი წვერისთვის საახალწლო მანათობელი ნათურებია. ამ წელს თქვენ უკვე შეგეძლებათ ნაძვის ხის გარდა თქვენი, თქვენი მეგობრების, მეუღლის, შვილის, თანამშრომლის თუ სხვა წვერიანი ადამიანის გაფერადება და სინათლით შემკობა. ამის შესახებ Artnews-ი წერს. როგორც კომპანია Firebox-მა თქვა, 2019 წლამდე წვერის მანათობელი ნათურების მთელი მარაგი ამოწურულია. “ფენომენალური …

სრულად წაკითხვა »

დისკრიმინაციის დავაში BP მოსამართლემ მთავარ მოპასუხედ დატოვა

სამოქალაქო საქმეში, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების დაცვის ქვეშ მყოფი მოსარჩელე და მოპასუხე BP, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, არ შეწყვიტოს საქმისწარმოება არც BP ლონდონის და არც მისი საქართველოს ფილიალის წინააღმდეგ. მიუხედავად კომპანია BP-ის ოთხი მცდელობისა, მოსამართელ ასმათ კოხერიძემ დაადგინა, რომ BP არის დავის ერთ-ერთი მთავარი მოპასუხე მხარე, რომელმაც არსებითად უნდა …

სრულად წაკითხვა »

ევროდირექტივა ქართულად – რა შეზღუდვები დავუწესეთ თამბაქოს ინდუსტრიას

სად არ იკრძალება თამბაქოს მოწევა პირველი მაისიდან

2018 წლის 1 მაისის საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელმაც თამბაქოს წარმოებას, ვაჭრობას, მოხმარებასა და რეკლამირებას ახალი რეგულაციები დაუწესა და მისი დარღვევისთვის სპეციალური სანქციებიც გაწერა. რას ველოდით და რა შედეგები მოიტანმა კანონმა, რომელიც სპეციალისტთა დიდი ნაწილის მოსაზრებით, აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო და საკმაოდ დიდი პრობლემები შეუქმნა და უქმნის ბიზნესს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და …

სრულად წაკითხვა »

მალხაზ მაჩალიკაშვილი: არანაირი დესტაბილიზაცია აქ არ იგეგმება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ

არანაირი დესტაბილიზაცია აქ არ იგეგმება, ამას ჩვენ არ დავუშვებთ, – ასე უპასუხა მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, სამართალდამცველებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია რუსთაველის გამზირზე დესტაბილიზაციის შესახებ. „არანაირი დესტაბილიზაციის მცდელობა აქ არავის არ დაუნახავს. ბატონი გახარია და მის გარშემო მყოფი მთელი ეს გუნდი, ყოველთვის იტყვის რაღაცას, თავიანთი ბინძური …

სრულად წაკითხვა »

ომბუდსმენი: კარვის გაშლის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა

ომბუდსმენი: კარვის გაშლის აკრძალვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა

“საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ ადგილას აქვს უფლება გაშალოს კარავი, სადაც ის ხელს არ უშლის ტრანსპორტის მოძრაობას. ასეთი ქმედებები არის უკანონო შეზღუდვა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში“, – განაცხადა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. ლომჯარიას თქმით, საახალწლო ღონისძიება არ არის მიზეზი, რის გამოც უნდა შეიზღუდოს მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება. რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის …

სრულად წაკითხვა »

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. მანამდე აქციაზე შეუძლოდ გახდა ზაზა სარალიძის დედა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. რუსთაველის გამზირზე არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კარვების გაშლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან …

სრულად წაკითხვა »