მთავარი / მთავარი მოვლენები (გვერდი 6)

მთავარი მოვლენები

ეკა ბესელია: დადგა გადაწყვეტილების ეტაპი!

ეკა ბესელია: დადგა გადაწყვეტილების ეტაპი!

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ პარტიაში დარჩენაზე საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს. ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით, ჩვენ ერთ …

სრულად წაკითხვა »

ტექნიკის მაღაზიების გაკოტრება დაიწყო – პირველი “ტექნო ბუმია”

“ტექნო ბუმი” გაკოტრდა. მფლობელმა განცხადება სასამართლოში უკვე შეიტანა და საქმის წარმოებაც დაიწყო. მიზეზი საბანკო რეგულაციებია, რომელთა გამოც ქსელს განვადებები 70%-ით შეუმცირდა. როცა ტექნიკის გაყიდვებში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია მსგავსი პრობლემის წინაშეა, ბუნებრივია, უფრო მძიმე მდგომარეობაშია პატარა მაღაზიები. რეგულაციებს შეწირული ბიზნესი ქვეყანაში უმუშევრობის დონესაც ასწევს. “ტექნო ბუმის” განცხადება მის მიმართ გადახდისუუნარობის …

სრულად წაკითხვა »

ირაკლი კობახიძე მოსამართლეებზე: ადამიანები, რომლებიც მასობრივად სჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა კარგ რაღაცებს სჩადიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “რეაქციის” ეთერში მოსამართლეების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის მოსამართლეები, რომელთა მიმართ დღეს პროტესტი არსებობს, ყოფილი ხელისუფლების პირობებში იყვნენ ზურაბ ადეიშვილის ზეწოლის ქვეშ და მისივე სიტყვებით “ცუდ რაღაცეებს სჩადიოდნენ” თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის გარეშე და მოიხსნა წნეხი, რომლის შემდეგაც ეს მოსამართლეები უკვე კარგ …

სრულად წაკითხვა »

შსს: თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს

შსს: თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი …

სრულად წაკითხვა »

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

დუნკან ჰანტერი: ჩვენ გვინდა ძლიერი საქართველო, რომელსაც შეეძლება რუსეთთან გამკლავება

ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდემბლო ორგანოში, კონგრესში, ორგანიზაცია „ატლანტიკური საბჭოს“ და ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მიღება გაიმართა. 116-ე მოწვევის კონგრესი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანია და ბევრ ახალ სახეს აერთიანებს. საქართველოს საელჩო შეერთებულ შტატებში ცდილობს მათ ქართული ღვინის ფონზე ის გეოპოლიტიკური გამოწვევები გააცნოს, რომლის წინაშეც საქართველოა. „იანვრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი კონგრესი ჰყავს, …

სრულად წაკითხვა »

ყაზტრანსგაზ-თბილისი საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს

ყაზტრანსგაზ-თბილისი საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი” საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს. მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის იანვარში თბილისში, სხვადასხვა უბანში, 2381 კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს კომპანიის სპეციალისტებმა. თითოეული მათგანი პირდაპირ საშიშროებას უქმნიდა ოჯახს და კორპუსის მცხოვრებლებს. მოქალაქეების ბინებში მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა გაზის ქსელიდან. საგანგაშო მონაცემები უბნების მიხედვით ასეთია: 1. ჩუღურეთი, ნაძალადევი …

სრულად წაკითხვა »

72745 მსესხებელს საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება

2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 72745 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეუმცირდათ. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს. ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3504.3 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების …

სრულად წაკითხვა »

ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა

არსებული ინფორმაციით, ოჯახი, სადაც 4 წლის გოგონა გარდაიცვალა, თავს ბავშვების გაშვილებით ირჩენდა. როგორც მეზობლებმა განაცხადეს, გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ბიოლოგიური მშობელი ბრალდებული ქალბატონი არ იყო. მათივე ინფორმაციით, ბავშვი მამაკაცს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, საერთო შვილი კი ახლახან შეეძინათ. მეზობლების ინფორმაციით, დედინაცვალი განსაკუთრებული სიმკაცრით სწორედ იმ 2 არასრულწლოვნის მიმართ გამოირჩეოდა, რომელიც მამაკაცს …

სრულად წაკითხვა »

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნავმისადგომთან გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი მტკიცებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ცხედარი ქართველი მეზღვაურისაა. იოსელიანის თქმით, ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. საქართველოში გადმოსვენების საკითხი ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დადგება, რომლის პროცედურებშიც საქართველოს მთავრობა ჩაერთვება. შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაური …

სრულად წაკითხვა »

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

34 წლის ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო წასული. ლევან ჩხაიძე ბოლოს ტელეკომპანია “TV პირველის” წამყვანი იყო, მანამდე კი სხადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა.

სრულად წაკითხვა »