მთავარი / მსოფლიო (გვერდი 3)

მსოფლიო

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ძალებმა სირიაში სამიზნეებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, – ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსმა, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დანფორდის განცხადებით, ერთ-ერთი სამიზნე კვლევითი ცენტრი იყო, სადაც ქიმიურ იარაღზე მუშაობა მიმდინარეობდა, ხოლო მეორე – ქიმიური იარაღის საცავი. მისი განმარტებით, დარტყმების მიზანი იყო, მომავალში აღარ მოხდეს ქიმიური იარაღის გამოყენება. …

სრულად წაკითხვა »

მაიამიში ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა [ვიდეო]

მაიამიში ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანი ემსხვერპლა

მაიამიში ფეხით მოსიარულეთა ხიდის ჩამონგრევას 10-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ CBS Miami-ს ფლორიდის სენატორმა ბილ ნელსონმა განუცხადა. მაიამის მერის კარლოს გიმენესის ცნობით, ამ დროისთვის 8 დაშავებული შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოებშია გადაყვანილი. პოლიციამ ტელევიზიების გადამღებ ჯგუფებსა და ვერტმფრენებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რათა ნანგრევებში ჩარჩენილებმა მაშველებს ხმა მიაწვდინონ. მომხდარს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ადმინისტრაციის პრესსპიკერის სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი …

სრულად წაკითხვა »

გაერო ახალი მომაკვდინებელი მსოფლიო ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებს

გაერო ახალი მომაკვდინებელი მსოფლიო ეპიდემიის შესახებ გვაფრთხილებს

ეს ინფექციური დაავადება იმდენად მომაკვდინებელი და იდუმალებით მოცულია, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიძლება, იგი შემდეგი გლობალური ეპიდემია გახდეს. ამის შესახებ გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები იუწყებიან. კოდური სახელწოდებით ცნობილი „დაავადება X“ იდუმალი პათოგენია, რომელიც აქამდე არავის აღმოუჩენია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისგან მოსალოდნელი საფრთხე …

სრულად წაკითხვა »

კადრები, რომლებიც შეგძრავთ: როგორ გამოიყურება სასტუმრო 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

კადრები, რომლებიც შეგძრავთ: როგორ გამოიყურება სასტუმრო 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ

ტაივანში, ქალაქ ჰუალიანში მაგნიტუდით 6,4 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც სასტუმროს შენობის ნგრევა გამოიწვია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ბიძგები ადგილობრივი დროით 23:50 წუთზე დაფიქსირდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ძლიერი მისიწძვრა დაფიქსირდა ასევე 160 კილომეტრის დაშორებით დედაქალაქ ტაიპეში. მსგავსი მიწისძვრა 2016 წელს მოხდა. შედეგადაც 116 ადამიანი დაიღუპა.

სრულად წაკითხვა »

სპეცოპერაციები საფრანგეთსა და იტალიაში – დაკავებული 26 ქართველიდან, 5 კანონიერი ქურდია

სპეცოპერაციები საფრანგეთსა და იტალიაში – დაკავებული 26 ქართველიდან, 5 კანონიერი ქურდია

ორწლიანი სპეცოპერაცია ქართველების კრიმინალური დაჯგუფების დაკავებით დასრულდა. საფრანგეთის პოლიციამ იტალიასა და საფრნაგეთში 35 ადამიანი დააკავა, მათ შორის 26 ქართველია. მთავარი ბრალდებებია ქურდობა, გამოძალვა და კონტრაბანდა. „კურიერის“ ინფორმაციით, დაკავებული ქართველებიდან 5 კანონიერი ქურდია, მათ შორისაა, ილია ხელაძე, რომელიც თბილისის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თავს ევროპას აფარებდა. ილია ხელაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა. …

სრულად წაკითხვა »

იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი სავარაუდოდ ცემაში მოკლეს

იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი სავარაუდოდ ცემაში მოკლეს

იტალიაში, ქალაქ ტურინში ეროვნებით ქართველი სავარაუდოდ ცემაში მოკლეს. შემთხვევა ტურინის საემიგრაციო მიმღებ გამანაწილებელ სამსახურში მოხდა. ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მიაწოდა. ტურინში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები „რუსთავი 2″-თან საუბარში აცხადებენ, რომ 23 წლის ბიჭის გარდაცვალებას ტურინის საემიგრაციო სამსახურში არ უდასტურებენ და ფაქტს მალავენ. მათი თქმით, კიდევ ერთი ახლგაზრდა მამაკაცი სასტიკად …

სრულად წაკითხვა »

შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

თურქული მშრალტვირთმზიდი გემი Bilal Bal-ი რადარების მონაცემებიდან ქალაქი შილეს რეგიონის მახლობლად გაქრა. ამის შესახებ ინფორმაციას DailySabah-ი ავრცელებს. აღნიშნავენ, რომ გემზე, რომელიც მარმარილოს ზღვის გავლით შავი ზღვის ერიგლის პორტისკენ მიიმართებოდა, ეკიპაჟის 10 წევრია. თურქეთის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი სამძებრო ოპერაციას ატარებს, რომელის დროსაც ცარიელი ნავები და სამაშველო ჟილეტები იპოვეს.

სრულად წაკითხვა »

გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა

გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა

გერმანიაში ორმა ქართველმა ალბანელი მამაკაცი სცემა. ინციდენტის 14 ოქტომბერს ღამით ქალაქ ჰაიდელბერგთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკთან მოხდა. როგორც გერმანული გამოცემა Bild წერს, ბანაკთან ახლოს ჩხუბი გვიან ღამით დაიწყო. ორმა ქართველმა ახალგაზრდამ 46 წლის ალბანელს სცემა. დაპირისპირების მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ დააკავა 23 და 25 წლის მამაკაცი.

სრულად წაკითხვა »

Google-ის ახალი ყურსასმენები 40 ენაზე გადათარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენები 40 ენაზე გადათარგმნის

კომპანია Google-მა ახალი უკაბელო ყურსასმენები Pixel Buds-ი წარმოადგინა, რომელსაც შეეძლება თანამოსაუბრის ლაპარაკი სინქრონულად თარგმნოს. Pixel Buds-ი, სმარტფონს Bluetooth-ის ინტერფეისით უერთდება. მისი მართვა, მარჯვენა ყურსასმენის საშუალებით შეიძლება. მწარმოებლის თქმით, აქსესუარს დატენვის გარეშე მუშაობა 24 საათის განმავლობაში შეუძლია. სიახლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფუნქცია სინქრონული თარგმანია. მოწყობილობა ადამიანის ლაპარაკს იმახსოვრებს და შემდგომ თქვენთვის სასურველ ენაზე თარგმნის. ამჟამად Pixel …

სრულად წაკითხვა »

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებზე – ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებზე - ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება

რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დიდი ომისთვის სერიოზული მზადება, – ასე აფასებს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რუსულ წვრთნებს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv აქვეყნებს. პეტრ პაველის განცხადებით, წვრთნების დროს შესაძლო არასასიამოვნო ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, ალიანსმა რუსეთთან სამხედრო არხებით კომუნიკაცია გაააქტიურა. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსეთმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და არ დაიცვა …

სრულად წაკითხვა »