კულტურა Archives | Tbilisi Today
მთავარი / კულტურა

კულტურა

საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს

საქართველოში მომღერალი Jessie J კონცერტს გამართავს

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს. აღნიშნული ინფორმაცია საკონცერტო დარბაზის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ, ასევე საკუთარ უახლეს ჰიტებს …

სრულად წაკითხვა »

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი „გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი პოპულარული სერიალის „გრეის ანატომიის“ ახალ, მე-15 სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ თავად მსახიობი Facebook-ზე წერს. ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. სერიალი სატელევიზიო ეთერში 14 წელია რაც გადის. მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში მას პოპულარობა …

სრულად წაკითხვა »

თბილისში რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას ითხოვენ

თბილისში რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას ითხოვენ

მოქალაქეები თბილისში რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ინტერნეტმანიფესტი მოამზადეს, რომლის ადრესატიც თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. ინფორმაციას artnews-ი ავრცელებს. “ამ ბოლო დროს ქ. თბილისში გახშირდა ცნობილი ადამიანების საპატივცემულოდ ძეგლების დადგმა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ ცნობილი კომპოზიტორის, თბილისის ჰიმნის ავტორის ძეგლის დადგმა დღემდე “ვერ” მოხერხდა.. მოვითხოვოთ ქ. თბილისში, ამ …

სრულად წაკითხვა »

ქობულეთში Kobuleti Ozone Fest-ზე DDT იმღერებს

ქობულეთში Kobuleti Ozone Fest-ზე DDT იმღერებს

ქობულეთში მუსიკალური ფესტივალი Kobuleti Ozone Fest-ი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მსმენელის წინაშე DDT წარსდგება. ფესტივალი წელს პირველად, 25 აგვისტოს, ქობულეთის ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ, ზღვის პირას ჩატარდება. მსმენელის წინაშე ასევე გამოვლენ: Soft Eject, Green Room, მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა), Nemra, Asea Sool, Sevda, Vako T. პროექტი აჭარის განათლების და კულტურის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით კეთდება.

სრულად წაკითხვა »

ნანი ბრეგვაძე: ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ

ნანი ბრეგვაძე: ჩვენ რუსებს არ ვმტრობთ

5 ივნისს მოსკოვში ნანი ბრეგვაძის კონცერტი გაიმართა. კონცერტამდე, ნანი ბრეგვაძემ ინტერვიუ რუსულ გამოცემა “იზვესტიას” მისცა, სადაც რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ილაპარაკა და თქვა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ერთმანეთს ისევ უნდა დაუახლოვდეს. “სიკეთე ხელს უწყობს ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის მშვიდობას, ამაზე ყოველი ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს. ეს საჭიროა, რათა კვლავ დავუახლოვდეთ ერთმანეთს, როგორც …

სრულად წაკითხვა »

კანადაში ღვინოს ქართულ ქვევრებში დააყენებენ

კანადაში ღვინოს ქართულ ქვევრებში დააყენებენ

საქართველოდან კანადაში 55 ცალი ქვევრი გაიგზავნა, რომელიც ქალაქ ვანკუვერში განთავსდება. კანადელი რესტორნის მეპატრონე პასკალ როის საქართველოდან ქვევრების გატანაში მეღვინე სანდრო მილორავა დაეხმარა. ქვევრები დასავლეთ საქართველოშია დამზადებული და ამჟამად გზაშია. მილორავას განცხადებით, ქვევრები კანადაში ივნისის ბოლომდე ჩავა. ქვევრების მოცულობა 50-დან 1000 ლიტრამდეა. ისინი ჭიათურის მუნიციპალიტეტში სოფელ მანდაეთში მექვევრე იმედა გოგოლაძემ დაამზადა. …

სრულად წაკითხვა »

საქართველოში Imagine Dragons კონცერტს გამართავს

საქართველოში Imagine Dragons კონცერტს გამართავს

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons საქართველოში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Fix Group-ი ავრცელებს. პროექტის მენეჯერის ირაკლი კობერიძის თქმით, ჰონორართან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია, დასაზუსტებელია მხოლოდ კონცერტის ჩატარების ადგილი. კომპანიამ ჯგუფს ორი ადგილმდებარეობა შესთავაზა და დასტურს ჯგუფის მენეჯერების მხრიდან ელოდებიან. ადგილის შერჩევის შემდეგ ცნობილი გახდება კონცერტის …

სრულად წაკითხვა »

ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა – „ირიაოს“ „შენი გულისთვის“

ევროვიზიის ქართველი მონაწილეების კლიპის პრემიერა – „ირიაოს“ „შენი გულისთვის“

პირველი არხის ეთერში ევროვიზიის ქართველი მონაწილეების, ჯგუფ „ირიაოს“ საკონკურსო სიმღერისა და კლიპის პრემიერა შედგა. საქართველოს ევროკონკურსზე  ჯაზბენდი „ირიაო“ სიმღერით – „შენი გულისთვის“ 10 მაისს წარადგენს. სიმღერის ავტორი დავით მალაზონიაა, არანჟირება მიშა მდინარაძეს, ტექსტი კი, ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ვიდეოკლიპის გადასაღებ მოედნად რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა საგურამოში, ისტორიული ლოკაცია – პირველი კოსმოსური ობიექტი შეარჩია. კლიპის დიზაინერი მეგი გაბუნიაა. კლიპში „ირიაოს“ წევრებთან ერთად, ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებიც მონაწილეობენ. კლიპი ევროვიზიის ოფიციალურ …

სრულად წაკითხვა »

დემნა გვასალიას საზაფხულო ჩუსტები 595 დოლარი ღირს

დემნა გვასალიას საზაფხულო ჩუსტები 595 დოლარი ღირს

ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ გაზაფხული/ზაფხული 2018-ის კოლექციას ჩუსტები შეჰმატა. ჩუსტები შავ და ლურჯ ფერებშია წარმოდგენილი. დამზადებულია ცხვრის ტყავისგან და წინ კომპანიის ლოგო ახატია. ჩუსტების ფასი 595 ამერიკული დოლარია. ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ კრიტიკოსები და მსოფლიო მედია აალაპარაკა. Balenciaga-ს რეზინის კროქსების შემდეგ, 9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაზარზე გამოვა ჩაკეცილი ფეხსაცმელი – მოდის ახალი ტენდენცია დემნა …

სრულად წაკითხვა »

28 მარტს, მოსკოვში, ნანი ბრეგვაძე კონცერტს გამართავს

28 მარტს, მოსკოვში, ნანი ბრეგვაძე კონცერტს გამართავს

28 მარტს მოსკოვში, Crocus City Hall-ში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია Crocus City Hall-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება. კონცერტის სპეციალური სტუმრები იქნებიან ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი და ნინო ქათამაძე. ნანი ბრეგვაძე თავის საიუბილეო ტურს სიმფონიური ორკესტრის თანხლებით გახსნის, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი უხელმძღვანელებს. გავრცელებულ ინფორმაციის მიხედვით, სცენაზე მასთან ერთად …

სრულად წაკითხვა »