მთავარი / მსოფლიო / ბრიტანეთში ექიმებმა პაციენტებისთვის მარიხუანის გამოწერის უფლება მიიღეს
ბრიტანეთში ექიმებმა პაციენტებისთვის მარიხუანის გამოწერის უფლება მიიღეს

ბრიტანეთში ექიმებმა პაციენტებისთვის მარიხუანის გამოწერის უფლება მიიღეს

ბრიტანეთში ძალაში შევიდა ახალი ნორმა, რომლის თანახმადაც, ექიმებს პაციენტებისთვის სამედიცინო დანიშნულებით მარიხუანის გამოწერის უფლება მიეცათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ოქტომბრის დასაწყისში მიიღო. ინიციატივა ეკუთვნის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს საჯიდ ჯავიდს, რომელმაც არსებული პოლიტიკის გადახედვა მოქალაქეთა აზრის გათვალისწინებით მოითხოვა – პირველ რიგში, ეს ეხება ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების მშობლებს.

მთავრობის გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული დაავადებათა კონკრეტული ჩამონათვალი, რომლის დროსაც დაშვებულია ექიმის მიერ მარიხუანის დანიშვნა. შესაბამის გადაწყვეტილებას თავად ექიმები მიიღებენ.

ოქტომბრის დასაწყისში კანადა გახდა პირველი განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც მარიხუანის მოხმარება ლეგალიზებული გახდა – მანამდე მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა იყო ურუგვაი, სადაც მარიხუანაზე აკრძალვა მთლიანად მოიხსნა.

წყარო: კომერსანტი

შემთხვევითი სიახლე

Wizz Air-მა სტუდენტების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

Wizz Air-მა სტუდენტების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

WIZZ-ის ქსელის ნებისმიერი მიმართულებით ერთწლიანი ულიმიტო მოგზაურობით უნგრელების გუნდი საჩუქრდება. ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე სწრაფად მზარდმა …