მთავარი / სპორტი / ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველო ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველო ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ყაზახეთის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველო ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

ტურნირის ჩემპიონი მძიმეწონოსანი ლევან არაბული გახდა, მეორე საპრიზო ადგილები მინდია წულუკიძემ (75), რობერტ კობლიაშვილმა (85) და ზვიად პატარიძემ (130) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლები კი შმაგი ბოლქვაძემ (75) და ლაშა გობაძემ (85) მოიპოვეს.

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, ალმათში გამართულ ბოლატ ტურლიხანოვის საერთაშორისო ტურნირზე მონაიწილეობა რუსეთის, ირანის, კორეის, უნგრეთის, ბელარუსის, სომხეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ლიტვის, ტაილანდის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებებმა მიიღეს.

2 ოქტომბერს (10.02.2017) 12:30 წუთზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გულშემატკივრებთან ერთად ვხვდებით საქართველოს სახელოვან ჩემპიონებს.

შემთხვევითი სიახლე

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ძალოსნებმა გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

ირანის ქალაქ ახვაზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (3rd International Fajr Cup) ქართველმა ძალოსნებმა, გიორგი და გოგა ჩხეიძეებმა 6 ოქროს მედალი მოიპოვეს. …