მთავარი / მთავარი მოვლენები / ბაზარზე ახალი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი Cortex-ი გამოჩნდა
ბაზარზე ახალი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი Cortex-ი გამოჩნდა

ბაზარზე ახალი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი Cortex-ი გამოჩნდა

Cortex-ი მეგობრების მიერ დაწყებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

კორტექსის კედები თბილისში იკერება, დამფუძნებლების მცირე საწარმოში. ამბობენ, რომ თითოეული კედი იქმნება ხელით, განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით.

ფეხსაცმლის ბიზნესი ახალგაზრდა მეგობრებს კედის სიყვარულმა დააწყებინა.

„ბრენდი სულ ახალია. მაგრამ ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი შრომაა, რაც 2 წელზე დიდხანს გაგრძელდა, სანამ სასურველ ხარისხს არ მივიღებდით,” – განაცხადა დიანა ველენგურსკაიამ.

კომპანიის დაფუძნებული დიანა ველენგურსკაია კომერსანტთან ფეხსაცმლის ბიზნესში არსებულ პრობლემებზე საუბრობს:

“ძალიან რთული აღმოჩნდა ქართულ რეალობაში პროფესიონალი ხელოსნების მოძიება, ვინც სტაბილურად ჩვენთვის სასურველ ხარისხს შეკერავდა თუმცა, დღეს ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს.ასევე დამწყები ბიზნესმენებისთვის უდიდესი პრობლემაა ის, რომ მასალის მომწოდებლები არ ყიდიან მცირე ოდენობით. გარდა ამისა, უკეთესი ნედლეულის ძიებაში უცხოელ მომწოდებლებთან ვამყარებდით კონტაქტს, რასაც ასევე უდიდესი დრო, ენერგია და ფულადი რესურსი დასჭირდა“, – ამბობს დიანა ველენგურსკაიამ.

Cortex არის ქართული კედების წარმოება, რომელიც თანამედროვე, პროგრესული საზოგადოების ანარეკლია.

“ის დამოუკიდებლობის, გამბედაობის, მიზანდასახულობის და შეუპოვრობის სიმბოლოდ არის ჩაფიქრებული. კორტექსი გამოგვარჩევს, სავსეა ფერებით და უხდება ყველაფერს. ჩვენ ვქმნით ხარისხს, ფერს, სტილს, კომფორტს, გემოვნებას! ჩვენ გვჯერა პროგრესის და ნათელი ფერების. არ გვაქვს ჩარჩოები, არ გვაშინებს განსხვავებულობა და ვსუნთქავთ მომავალს“, – აცხადებს დიანა ველენგურსკაია.

თანამედროვე და პროგრესული ადამიანისთვის შექმნილი ფეხსაცმლის მთავარი ამოცანა კომფორტისა და თავდაჯერებულობის შექმნაა, რაც ველენგურსკაიას თქმით, პროდუქციის ხარისხით არის განპირობებული.

„ჩვენი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია განვითარება. ამიტომ ვეცდებით თითოეული მომხმარებლის შენიშვნას და რეკომენდაციას განსაკუთრებული ყურადღებით მოვუსმინოთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით მომხმარებლის ინტერესების კვალდაკვალ, რათა საზოგადოების პროგრესის თანამედროვეები ვიყოთ“, – განაცხადა დიანა ველენგურსკაია.

 

უახლოეს მომავალში კორტექსი ნაჭრის კოლექციის დამატებას გეგმავს. უკვე მზადაა საშემოდგომო კოლექციაც. აღსანიშნავია ის, რომ სტარტაპს უახლოეს მომავალში ბავშვის ხაზი დაემატება.

წყარო: კომერსანტი | ავტორი: ბაჩო ადამია

შემთხვევითი სიახლე

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ვახტანგ კიკაბიძე: სალომე ზურაბიშვილი რუსეთის კადრია

ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, შესაბამისად, პოლიტიკური პროცესი საკმაოდ მწვავეა, როგორც ხელისუფლების, ასევე “ნაციონალური …