მთავარი / საქართველო / ბათუმში ერთი თვის წინ ცემით მოკლული ბავშვი დღემდე არ დაუკრძალავთ
ბათუმში ერთი თვის წინ ცემით მოკლული ბავშვი დღემდე არ დაუკრძალავთ

ბათუმში ერთი თვის წინ ცემით მოკლული ბავშვი დღემდე არ დაუკრძალავთ

ბათუმში, 14 ივნისს უზბეკი ქალის მიერ ცემით მოკლული მეგობრის შვილი, 4 წლის გოგო დღემდე პროზექტურაში რჩება.

როგორც ირკვევა, მისი დაკრძალვა აქამდე არავის მოუთხოვია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუაცხადეს, უწყებას ამ დრომდე აქვს კომუნიკაცია გარდაცვლილი ბავშვის დედასთან, რომელიც ბათუმში ჩასვლას აქამდე ვერ ახერხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში იმყოფება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, 4 წლის გოგოს ვერ დაკრძალავენ, სანამ ამაზე დედის ან მინდობილი პირის თანხმობა არ იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის ბიოლოგიური მამა საქართველოში ცხოვრობს, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფა ცარიელია და უწყებისთვის დაკრძალვის მოთხოვნით არავის მიუმართავს.

ბათუმში უზბეკმა ქალმა მცირეწლოვანი ბავშვი ცემით 14 ივნისს მოკლა და ცხედარი პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. მკვლელობაში ბრალდებულ ქალს სასამართლომ 15 ივნისს პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …