მთავარი / საქართველო / ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს

ბათუმში 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს

ნაპოვნია სტალინური რეპრესიების დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტი – ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა.

მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიის ცნობით ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს ბათუმში დახვრეტილ ადამიანებს 21 აპრილს, 15 საათზე დაკრძალავენ. საუბარია ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე ბაზის ტერიტორიის ნაწილზე, რომელიც დროებით სარგებლობაში საქართველოს საპატრიარქოზე იყო გადაცემული.

ეპარქიის ცნობით გაითხარა 4 სამაროვანი, 150-მდე ადამიანის ნეშტი კი შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, რამდენიმე თვის წინ, ამოასვენეს. სტალინური სიებით დახვრეტილ ადამიანებს შორის არიან, მოქალაქეები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საიდუმლო არქივიდან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეპარქია ვრცელ სიას აქვეყნებს ფეისბუქ-გვერდზე. მათივე ცნობით მასალები პერიოდულად ქვეყნდებოდა გაზეთის „სრულიად არა საიდუმლოდ“ ფურცლებზე 1997–99 წლებში.

შემთხვევითი სიახლე

სავარაუდოდ „რაინეარი“ თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს უახლოეს მომავალში დაიწყებს

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეართან“ ხელშეკრულება სავარაუდოდ უახლოეს …