მთავარი / საქართველო / განათლება / ბაღში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობა სტაბილურია
ბაღში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობა სტაბილურია

ბაღში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობა სტაბილურია

ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე საჯარო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ბავშვის ექიმმა თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ექიმის თქმით, ბავშვს საღამოს განმეორებითი კვლევა ჩაუტარდა, ის მკურნალობას ისევ საავადმყოფოში გააგრძელებს. ბავშვს გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმა აქვს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღეს ზემო ფონიჭალაში 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია. მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება და მოტეხილობები. ექიმის თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით. 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გოგონა უყურადღებოდ იყო მიპოვებული.

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …