მთავარი / თბილისი / ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება
ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

ავტობუსში უბილეთო მგზავრებისთვის ჯარიმა ოთხმაგდება

მგზავრობისას ბილეთის არქონის შემთხვევაში ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის.

კანონპროექტის თანახმად, მგზავრობისას მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი, ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან მცირდება 40 ლარამდე.

ასევე მგზავრი ვალდებულია რეგულარულ მარშრუტზე მგზავრობისათვის იქონიოს ბილეთი, შეინახოს იგი მგზავრობის დამთავრებამდე და წარუდგინოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოთხოვნისთანავე, რაც მგზავრს ავალდებულებს პრაქტიკულად მგზავრობის დასაწყისიდანვე იქონიოს სამგზავრო ბილეთი.

წყარო: bfm

შემთხვევითი სიახლე

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

სამტრედიის ქუჩაზე, ერთ-ერთ ბინაში ნაპოვნი ქალი სავარაუდოდ ორი დღის გარდაცვლილია

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მომხდარი შემთხვევის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბინაში ნაპოვნი ასაკოვანი …