მთავარი / საქართველო / აშშ 14,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დებს
აშშ 14,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დებს

აშშ 14,5 მილიონი დოლარის ინვესტიციას საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში დებს

აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 5-წლიანი პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში” პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ “სურსათი პროგრესისთვის” პროექტის ფარგლებში. იგი 14,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის.

შემთხვევითი სიახლე

#მადლობასაქართველოსთვის – კომპანია „აიგრუპის“ გზავნილი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს

ქართული ინდუსტრიული კომპანია „აიგრუპი“ 2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს …