მთავარი / საქართველო / არჩილ თალაკვაძემ ლევან იზორიას დეპუტატების ჯარში წაყვანა სთხოვა
არჩილ თალაკვაძემ ლევან იზორიას დეპუტატების ჯარში წაყვანა სთხოვა

არჩილ თალაკვაძემ ლევან იზორიას დეპუტატების ჯარში წაყვანა სთხოვა

დეპუტატებს გვაქვს სურვილი გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ და მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ამ სურვილით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს, ლევან იზორიას მიმართა.

“ჩვენი ჯარისკაცები იცავენ სამშობლოს და იცავენ მშვიდობას მსოფლიოს ურთულეს წერტილებში. დეპუტატებს გვაქვს სურვილი, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით ვიცხოვროთ, მათთან ერთად გავიაროთ წვრთნა და მომზადება, მივცეთ მაგალითი ჩვენს შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია” – განაცხადა თალაკვაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …