მთავარი / მთავარი მოვლენები / არჩილ თალაკვაძე: თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა
არჩილ თალაკვაძე: თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა

არჩილ თალაკვაძე: თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეა

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

დღეს, „ქართული ოცნების“ ოფისში 12 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყო, სადაც პარტიას თბილისის მერობის კანდიდატზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია და „ქართული ოცნებიდან“ დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება. კალაძემ 2000 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

2012 წლიდან დღემდე იგი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერია. 2008 წელს იყო „პროგრეს ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. 2008 წელს საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი“, ხოლო მანამდე, 2007 წელს, საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი” დააფუძნა.

კახა კალაძის სპორტული კარიერა კლუბ „ჯენოას“,იტალიური საფეხბურთო კლუბ „მილანსა” და კიევის საფეხბურთო კლუბ „დინამო კიევის“ უკავშირდება. 1996-2012 წლებში კალაძე საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოდიოდა. მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი და ღირსების ორდენი.

[wpolling id=”2″ width=”” height=””]

წყარო: imedinews

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს …