არ შემოდის (თეთრად) საქართველოში IQOS - აქ ვიღაც ახურებს და ვიღაც დაიწვება | Tbilisi Today
მთავარი / მთავარი მოვლენები / არ შემოდის (თეთრად) საქართველოში IQOS – აქ ვიღაც ახურებს და ვიღაც დაიწვება
არ შემოდის (თეთრად) საქართველოში IQOS – აქ ვიღაც ახურებს და ვიღაც დაიწყვება

არ შემოდის (თეთრად) საქართველოში IQOS – აქ ვიღაც ახურებს და ვიღაც დაიწვება

მას შემდეგ რაც კომპანია Philip Morris-მა ტრადიციული სიგარეტის წარმოების შეწყვეტაზე განაცხადა და ბაზარს სრულიად ახალი, მაღალტექნოლოგიური პროდუქტი IQOS-ი შესთავაზა, საკმაო ხანი გავიდა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე პროდუქტის გამოჩენას ოვაციებით შეხვდნენ, რამდენადაც როგორც კვლევები ადასტურებს, IQOS-ი ტოქსიკურობის შემცირებასთან ერთად ამცირებს მწევალთა დაავადების რისკებს.

იმ ფონზე როდესაც პროდუქტი საქართველოში (თეთრად) ჯერ კიდევ არ გამოჩენილა, მსოფლიოში IQOS-ის მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია და უკვე 5,4 მილიონ ადამიანს აჭარბებს. იზრდება და უკვე 41-ს აჭარბებს იმ ქვეყანათა რაოდენობაც, რომელიც თავისუფლად უშვებს ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტს.

როდიდან შემოვა პროდუქტი ქართულ ბაზარზე არავინ იცის და არც IQOS-ის მომხმარებელებს აქვთ პასუხი კითხვაზე რა ზღუდავს საქართველოში თამბაქოს ბაზარზე დასახელებულ ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციის შემოსვლას?

მოვლენათა მსვლელობას თუ დავაკვირდებით ამ ორუცნობიანი განტოლების ამოხსნა არც თუ ისე რთულია. ამოცანის სათავეში ისევ ის ადამიანები დგანან, ვინც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში გაუაზრებელი ცვლილებების ინიციატორია. მოვლენებს ყველა თვალს ვადევნებთ და ფაქტია, რომ ახალ კანონში ცვლილებები მინიმუმ 3-ჯერ (ზუსტად დათვლას ალბათ ცოტა გაგვიჭირდება) მაინც განხორციელდა და კანონის გასაჯანსაღებლად კიდევ როგორი ცვლილებები იქნება საჭირო არავინ იცის.

საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ხმალამოღებული ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე იბრძვის. აი, სწორედ მის ნებასა და განწყობაზეა დამოკიდებული IQOS-ის საქართველოში შემოსვლა. ამასობაში კი ხომ არ გგონიათ რომ ქართველი მომხმარებლები ამ პროდუქტს ვერ ყიდულობენ? სულაც არა, ამისთვის შავი ბაზარი არსებობს და კონტრაბანდა ამ მიმართულებით სულ უფრო მზარდია.

შემოსავლების სამსახურის მიერ ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ დეკემბერში 4500 კოლოფი HEETS-ის ფირმის თამბაქოს ნაწარმი დააკავა, რაც ვერ დააკავა და კონტრაბანდისტებს შერჩა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ერთია ქვეყანა შემოსავლებს კარგავს და თეთრი ბიზნესიც ჩაილურის წყალს სვამს.

თამბაქოს თანამედროვე ქართულ კანონზე ლაპარაკისას მავანს ევროდირექტივა არ ასვენებს. სწორედ აქ იმარხება ძაღლის თავიც: ევროდირექტივა ერთმანეთისგან განასხვავებს სტანდარტულ სიგარეტებს ელ-სიგარეტებისა და თამბაქოს ახალი პროდუქტებისგან. ჩვენ კი ამის გაგება არ გვინდა. ევროდირექტივა ამ შემთხვევაში განსხვავებულ რეგულაციებს აწესებს, ჩვენ – არა. უფრო მეტიც, მათ საერთოდაც ვზღუდავთ ჩვენი გაუმართლებელი შეხედულებებით.

სხვათა შორის სწორედ აკაკი ზოიძის კომიტეტის ინიციატივაა იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გასამმაგებაც. რეალურად პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, რომელიც უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისიწნებდა. ეს იყო ცვლილებების უმთავრესი მიზანი, თუმცა ყველასთვის მოულოდნელად და ინდუსტრიის ინფორმირების გარეშე აქციზის განაკვეთი უფილტრო სიგარეტზე 20 ღერზე 1,7 ლარით კი განისაზღვრა, მაგრამ სანაცვლოდ იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის განაკვეთმა 10%-დან 30%-მდე მოიმატა.

შემთხვევითი სიახლე

შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ - მიხეილ სააკაშვილი

შემოწმება გავიარე და სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და სამხედრო …