მთავარი / ვიდეო / აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს [ვიდეო]

აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს [ვიდეო]

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“, ახალგაზრდები, „გირჩის“ წევრები და საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე საპროტესტო აქცია-პერფორმანს მართავენ.

საოკუპაციო ხაზთან შეკრებილები უკანონო ბორდერიზაციას, მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს წარმომადგენლები.

საოკუპაციო ხაზთან გაჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ – „ცხინვალი საქართველოა“, „არა რუსულ ოკუპაციას!“ ამასთან, აქციაზე მყოფმა ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს ერთგვარი პერფორმანსის გამართვისკენ მოუწოდა, რათა დღევანდელი აქცია საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო. „გირჩის” ლიდერმა და აქტივისტებმა ატოცში საპროტესტო აქციაზე შარვლები ჩაიხადეს.

მავთულხლართების მიღმა კი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც თვალ-ყურს ადევნებენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მყოფ აქციის მონაწილეებს.

შემთხვევითი სიახლე

აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა

2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა +4.6%. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 348,519 …