მთავარი / მთავარი მოვლენები / ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 13 პროცენტს შეადგენს
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 13 პროცენტს შეადგენს

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათის მდგომარეობით 13 პროცენტს შეადგენს

ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, 12:00 საათის მდგომარეობით 13%- შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ რეგისტრირებული 43 909 ამომრჩევლიდან 5814- მა არჩევანი უკვე გააკეთა.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, შუალედური არჩევნების პირველ ტურზე ეს მაჩვენებელი 10%- ს შეადგენდა.

რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ცესკო-ს ინფორმაციით ამ დროისთვის მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი. გარდა ამისა, დაფიქსირდა უბნებზე ისეთი ამომრჩევლების მისვლაც, რომლებიც არ არიან #1 მაჟორიტარული ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები.

„მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული“, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ქუცნაშვილი: საქართველო 2-ჯერ და 3-ჯერ უსწრებს განვითარებით ევროპულ სახელმწიფოებს

ქუცნაშვილი: საქართველო 2-ჯერ და 3-ჯერ უსწრებს განვითარებით ევროპულ სახელმწიფოებს

“მაგალითად გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარების ტემპი არის 1.17%. ჩვენია 4.5%, დიდი ბრიტანეთის 2%-ს არ …