მთავარი / მსოფლიო / ალექსეი ნავალნი: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?

ალექსეი ნავალნი: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოში ფრენების აკრძალვის შესახებ.

„პუტინმა გადაწყვიტა, დაესაჯა საქართველო იმისთვის, რომ ქვეყანაში ქუჩის პროტესტია. აკრძალა საქართველოსთან ავიამიმოსვლა. ახლა ბევრი რუსი ვერ ჩავა იქ, რათა იაფად და ხარისხიანად დაისვენოს. კითხვა მაქვს: რატომ სჯის პუტინი რუსებს, ქართული პროტესტების გამო?“, – წერს ნავალნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

კიდევ ერთ სტატუსში ნავალნი პუტინის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ეხმაურება, რომელიც საქართველოში მყოფი რუსი ტურისტების გაყვანას ითვალისწინებს.

„იყიდეს ადამიანებმა საგზურები. დალიეს ღვინო, ჭამეს მწვადი. ახლა კი მათ ეუბნებიან: სასწრაფოდ გაფრინდით, მეტი თვითმფრინავი აღარ იქნება. რა საქციელია ეს?“, – წერს ნავალნი.

შემთხვევითი სიახლე

გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

გერმანიაში მიგრანტების დანაშაულებიდან, 2017 წელს საქართველოს მოქალქეებზე მხოლოდ 2,1 % მოდიოდა

გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ბინების გაქურდვის შემთხვევების შემცირება საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების გზით მოხერხდა. ამის …