მთავარი / საქართველო / განათლება / ალექსანდრე ჯეჯელავა: სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა
ალექსანდრე ჯეჯელავა: სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, შუახევის სკოლის მასწავლებლისა და დირექციის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს. 

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა, პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს გაფრთხილება, საყვედური და უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება.

“ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ან უხეშ დარღვევასთან, ან გამიზნულ მოქმედებასთან. ჩვენ დავიწყეთ საკითხის მოკვლევა, როდესაც მივიღეთ ინფორმაცია. ძალიან პრინციპული საკითხია და სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვისაც დაუმტკიცდება შეგნებული ნაბიჯი, ან თუნდაც წესებიდან გადაცდომა. საინტერესოა ის, რომ მიგვითითებს და რჩევებს გვაძლევს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც სკოლის პოლიტიზების პრაქტიკა შექმნა. მათ ამ თემაზე სალაპარაკო ნამდვილად არ აქვთ. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ სკოლები სრულად თავისუფალია პოლიტიკური პროცესისგან და მომავალშიც ასე იქნება. ყველა, ვინც შეგნებულად ან შეცდომით დაუშვა ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩართვა, აუცილებლად დაისჯება,“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

წყარო: 1tv

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …