მთავარი / საქართველო / განათლება / ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვები მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ მეცნიერებით
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვები მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ მეცნიერებით

ალექსანდრე ჯეჯელავა: ბავშვები მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ მეცნიერებით

თბილისში მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიება უკვე მესამედ იმართება. მასში საქართველოს ხუთი ქალაქია ჩართული. ფესტივალი ორი კვირა გაგრძელდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციას, სფეროთი მოსწავლეთა დაინტერესებას. პროექის ფარგლებში 150 ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, „მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება სფეროს განვითარებას. ბავშვები მაქსიმალურად უნდა დავაინტერესოთ მეცნიერებით. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ ამ სფეროში დიდი პერსპექტივაა. მომავალში ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია მეცნიერების განვითარებასთან”.

შემთხვევითი სიახლე

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. მასწავლებელთა …