მთავარი / საქართველო / განათლება / ახალი წლიდან შეიძლება სკოლებში ვაშლები აღარ დაარიგონ
ახალი წლიდან შეიძლება სკოლებში ვაშლები აღარ დაარიგონ

ახალი წლიდან შეიძლება სკოლებში ვაშლები აღარ დაარიგონ

ახალი წლიდან საქართველოს სკოლებში შეიძლება ვაშლები აღარ შეიტანონ. ამის შესახებ სააგენტო ipn განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის კოორდინატორ მაია მუშკუდიანზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის დახვეწა და ვაშლები შეიძლება სხვა კომპონენტით ჩანაცვლდეს.

”ვფიქრობთ, ამ კამპანიას დადებითი შედეგი ექნება, თუმცა ეს არის მხოლოდ ნაწილი და ეს კამპანია სხვადასხვა კომპონენტებით შეივსოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება ისევ ვაშლი იყოს. შესაძლოა, სხვა ფორმა იყოს. აქ არ იგულისხმება მხოლოდ პროდუქტი. შეიძლება პროექტი სპორტული ელემენტებით შეივსოს პროექტი, შეიძლება რაიმე წამახალისებელი აქცია იყოს; შეიძლება კონკურსი,” – განაცხადა მუშკუდიანმა.

მისივე თქმით, ვაშლების დარიგების პროექტი დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ახალი წლიდან ახალ პროექტზე კი დღეს ტენდერი გაიხსნა.

ათ საჯარო სკოლაში ვაშლის დარიგება ოქტომბრიდან დაიწყება. სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა.

ამ კომპანიის მიერ მიწოდებული პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს.

შემთხვევითი სიახლე

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

თსუ-ს პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ განათდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობა საზეიმოდ …