მთავარი / თბილისი / Airbnb-ზე ბინების გაქირავებიდან თბილისმა 23 მილიონი დოლარი მიიღო
Airbnb-ზე ბინების გაქირავებიდან თბილისმა $23 მლნ მიიღო

Airbnb-ზე ბინების გაქირავებიდან თბილისმა 23 მილიონი დოლარი მიიღო

Airbnb-ზე ბინის გაქირავებიდან თბილისმა 2018 წლის განმავლობაში 23 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 90.7%-ით არის გაზრდილი, 2016 წელთან შედარებით კი 5.75-ჯერ მეტია, – Airbnb-ზე თბილისის ბაზრის მიმოხილვას Galt&Taggart აქვეყნებს.

გაზრდილია მიწოდების მაჩვენებელიც. კვლევის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში, სისტემაში საშუალოდ თვეში 10,289 გასაქირავებელი ბინა იყო (ზრდა y.y 62.8%), 2017 წელს – 6,319, 2016 წელს კი 4,174. შესაბამისად, 2 წელში მიწოდება 2.5-ჯერ გაიზარდა.

G&T-ს განცხადებით, მიწოდების ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, თუმცა მზარდი. შედეგად, სახეზეა კლასიკური შემთხვევა – მაშინ როდესაც მიწოდების ზრდა 62.8%-ით გაიზარდა, ბინების 64% არც კი დაჯავშნილა.

ჭარბი მიწოდებით თბილისი (12,403 გასაქირავებელი ობიექტი თებერვლისთვის), მცირედით ჩამოუვარდება სტამბოლს.

G&T მიიჩნევს, რომ დაბალი აქტივობის მქონე გასაქირავებელი ობიექტები ბაზარს თანდათან დატოვებენ და მიწოდება ძირითადად კონცენტრირებული იქნება ძველი თბილისის ტერიტორიაზე.

ჯამური მოთხოვნა 2018 წელს თითქმის გაორმაგდა – ზრდამ 97.3% შეადგინა (y.y), ჯამურად 562,320 ბინა დაიჯავშნა.

საანგარიშო პერიოდში, მოთხოვნის ზრდა მიწოდების ზრდას უსწრებს, თუმცა არასაკმარისია Airbnb-ის მასიური შეთავაზებების შთანთქმისთვის.

შედეგად კი, საშუალო დატვირთვა მცირედით გაიზარდა 3.6 პროცენტული პუნქტით (y.y) 48.4%-მდე 2018-ში.

წყარო: GBC | ავტორი: მარიამ მინაძე

შემთხვევითი სიახლე

25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

25-26 მაისს რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი იცვლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მათი მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 მაისის 00:00 საათიდან 26 მაისის ჩათვლით, …