მთავარი / საქართველო / აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი მარგველაშვილს პასუხობს
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი მარგველაშვილს პასუხობს

აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი მარგველაშვილს პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ, 26 მაისს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

დეფაქტო საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს მარგველაშვილის იმ განცხადებაზე, რომელშიც ის აფხაზებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და 1991 წლის რეფერენდუმზე საუბრობს – როდესაც საქართველომ აფხაზეთთან ერთად დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დეფაქტო უწყების განცხადებას “ლაივპრესი” ავრცელებს.

როგორც აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყება განცხადებაში წერს, 1991 წლის 17 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმში, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას მისცა, 31 მარტს კი ბოიკოტი გამოუცხადა ოფიციალური თბილისის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმს.

“1991 წლის 31 მარტის ბოიკოტმა აშკარა გახადა აფხაზების დამოკიდებულება „დამოუკიდებელი საქართველოს“ მიმართ, სადაც რადიკალური ნაციონალიზმი და შოვინიზმი სახელმწიფო იდეოლოგია გახდა, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე გახდა ომის მიზეზი ჯერ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ კი აფხაზეთში.

საქართველოს ხელმძღვანელ პირებს უდა შევახსენოთ ისიც, რომ საქართველოს ე.წ. დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის პერიოდშიც (1918-1921), აფხაზეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა რბილად, რომ ვთქვათ უღრუბლო არ იყო. ის იყო აღსავსე აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატების დევნით, რომლებმაც აფხაზი ხალხის თვითგამორკვევას მიაღწიეს, რაც, ფაქტობრივად, 1918 წელს ქვეყნის ოკუპაციით დასრულდა.

ამ ნეგატიურმა ისტორიულმა ფონმა, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანაცხოვრების გამოცდილებამ, აფხაზი ხალხი დაარწმუნა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაში.

ისტორიის “არასასიამოვნო” გვერდების იგნორირებას, წარსულის გარკვეული მოვლენების დამალვას ან დამახინჯებას არასდროს მივყავდით დადებით შედეგებამდე. შეუძლებელია თანამედროვე პოლიტიკური რეალობის ადეკვატური შეფასება, ისტორიის გაკვეთილების დაუფლების გარეშე და მათგან შესაბამისი დასკვნების გაკეთების გარეშე“, – წერია დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

საქსტატი: საქართველოში საშუალო ხელფასი 1217 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი, გასული …