მთავარი / მთავარი მოვლენები / აფხაზები ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავენ
აფხაზები ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავენ

აფხაზები ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავენ

ამ დღეებში აფხაზეთში ჩატარდა ტრადიციული რუსულ-აფხაზური ბიზნეს ფორუმი, რომლის ორგანიზატორებიც იყვნენ რუსეთისა და ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროები.

ღონისძიება დაიწყო ვლადიმერ პუტინის მისასალმებელი მიმართვით, რის შემდეგაც 400 მონაწილე შეუდგა საქმიან მხარეს.

ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ მიმოიხილა 2008 წლის შემდგომი ეკონომიკური შედეგები.

„რუსეთის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ აფხაზეთის მშპ გაიზარდა ორჯერ – 15,6-დან 30,7 მლრდ. რუბლამდე, საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასამმაგდა – 7,1-დან 21.4 მლრდ.-მდე, ექსპორტი გაიზარდა 6-ჯერ, 5, 4 მლრდ.-მდრე, იმპორტი – 3-კერ – 18 მლრდ. რუბლამდე. ინტენსიურად ვითარდება აფხაზეთის ეკონომიკის მთავარი დარგი – ტურიზმი. ტურისტების რაოდენობა შეადგენს 1,5 მლნ.-ს წელიწადში, აფხაზეთი კი სტაბილურად რჩება რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთ-ერთ ყველა პოპულარულ მიმართულებად,“ – განაცხადა მან.

ე.წ. მინისტრის თქმით, ეკონომიკის ყველა დარგში ინვესტიციების მხრივ ლიდერობენ რუსული კომპანიები, მათ შორის ისეთები, როგორც „მეგაფონი“ და „როსნეფტი“.

„რუსეთი უწევს აფხაზეთის მნიშვნელოვან დახმარების ინფრასტრუქტურის განახლებაში – აშენდა გზები, დიდი კაპიტალდაბანდებები ჩაიდო ენერგეტიკაში, რუსეთის ფინანსური დახმარების ხარჯზე მოხვდა აფხაზეთში საბიუჯეტო სფეროს თანამშრომელთა ხელფასების ინდექსირება,“ – ამბობს ადგურ არძინბა.

თუმცა, მისი თქმით, ამის მიუხედავად, აფხაზეთის ცხოვრების დონე კვლავ ძალიან დაბალია – ნომინალური მშპ შეადგენს 2000 დოლარის ერთ სულ მოსახლეზე, რაც 5-ჯერ დაბალია ვიდრე რუსეთში ან თურქეთში და 2 -ჯერ დაბალი ვიდე საქართველოსი.

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იგორ კოშინმა კი განაცხადა, რომ 2018 წლისთვის აფხაზეთში საბიუჯეტო სექტორში ხელფასები 2014 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა.

„მომდინარე წელს დაიწყო აფხაზეთის მოსახლეობისთვის სადაზღვევო პოლისების დარიგება, რაც მისცემს მათ რუსეთში უფასოდ მკურნალობის საშუალებას. გარდა ამისა, რუსეთი ურიგებს პენსიებს აფხაზეთის 33 000 მოქალაქეს,“ – განაცხადა კოშინმა.

მან ასევე მოიყვანა კონკრეტული ციფრები – რუსეთმა გამოუყო აფხაზეთს ენერგეტიკის სუბსიდირებაზე 770 მლნ. რუბლი, დააფინანსა 8 საწარმოს, რომელმაც შექმნა 400 სამუშაო ადგილი და იხდის ბიუჯეტში 150 მლნ. რუბლს.

„2009-2017 წლებში რუსეთმა გამოუყო აფხაზეთს ბიუჯეტიდან 44,6 მლრდ. რუბლი. რუსეთში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, აფხაზეთისთვის ყოველწლიურად იზრდება გაწეული უანგარო დახმარება – 2016 წელს ეს იყო 5,8 მლრდ. რუბლი, 2017-ში კი – უკვე 8,6. გასულ წელს რუსეთის ფინანსური დახმარება შეადგენდა აფხაზეთის ბიუჯეტის 64.5%-ს, რაც არის რესპუბლიკის მშპ-ს 22,7%-ს“ – განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

თუმცა, მისი თქმით, ეს არაა საკმარისი ეკონომიკური ზრდისთვის, ამიტომაც აფხაზეთმა უნდა განახორციელოს ეფექტური რეფორმები, გააუმჯობესოს სამართლებრივი სისტემა, შექმნას მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი და დაამარცხოს კრიმინალი.

ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერა რამდენიმე კონკრეტულ ორმხრივ შეთანხმებას – ერთ-ერთი მათ შორის გულისხმობს შავი ზღვის პროდუქტების საწარმოს შექმნა. ეს არის ამბიციური გეგმა, რომელსაც უჭერს მხარს რუსულ-აფხაზური ბიზნეს საბჭო.

„მუშაობა ამ პროექტზე მიმდინარეობდა 3,5 წელი და, ფაქტობრივად, ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა წარმოება უახლოესი ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტის ბიუჯეტია 3,5 მლრდ. რუბლი. რამდენიმე რუსული ბანკი მზადაა მისი დაფინანსებისთვის“ – განაცხადა პროექტის ავტორმა გურამ დელბამ.

ასევე აფხაზეთის მთავრობამ და ერთ-ერთმა რუსულმა კრიპტოინდუსტრიულმა კომპანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას აფხაზური ეროვნული ვირტუალური ვალუტის შექმნის შესახებ.ეს იდეა უკვე დიდი ხანია მუსირებს აფხაზეთში. პირველად აფხაზური კრიპტოვალუტის აბკოინის გამოშვების იდეა გაჟღერდა 2017 წელს, მაშინვე მოსკოვში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა სპეციალური კონფერენცია, რომლის დროსაც რამდენიმე რუსულმა კომპანიამ ამ პროექტში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოხატა.

სოხუმში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა დაეხმარება აფხაზეთს ეკონომიკის გაჯანსაღებაში და რუსულ ფინანსურ სისტემაზე მწვავე დამოკიდებულების დაძლევაში.

შემთხვევითი სიახლე

„კარაპს მედლაინი“ – უცხოელი პაციენტების რიცხვი იზრდება, რადგან ევროპასა თუ ამერიკაში კარგ ექიმთან მკურნალობა უფრო ძვირი ჯდება

„plastikus” ბერძნულად „ფორმის მიცემას”, ლათინურად კი „დახვეწილს” ნიშნავს. ის, ვინც სილამაზისა და დახვეწილობისკენ მიილტვის, სრულყოფილ …