მთავარი / საქართველო / ტურიზმი / 8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

8 თვეში საქართველოს 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წლის იანვარი – აგვისტოს მონაცემებით საქართველოს 5,059,106 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 804,263-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.9%)-ია.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარი – აგვისტოს მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2,402,699 შეადგინა, რაც 546,537-ით მეტია 2016 წლის იანვარი – აგვისტოს  მაჩვენებელზე (ზრდა +29.4%). 2017 წლის იანვარ – აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), სომხეთიდან (+16.8%), რუსეთიდან (+33.9%), თურქეთიდან (-6,6%) და ირანიდან (+141.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – აგვისტო გამოირჩეოდნენ: ნიდერლანდები +38%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +31% და საფრანგეთი +29%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +196%, ქუვეითი +178%, ირანი +142% და ინდოეთი +99%.

წყარო: imedinews