მთავარი / თბილისი / 7 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
7 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

7 ნოემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე რაიონს, ხვალ, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, დიდუბის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისკლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ლუბლიანას და ტერევერკოს ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული ქსელის გაუმჯობესების სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ქინძმარაულის და ველისთავის ქუჩების მცხოვრებლებს;

კრწანისის რაიონში, კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მოთხოვნის გამო, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა

თბილისში, ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …