მთავარი / საქართველო / განათლება / 67-ე სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო დირექტორი გათავისუფლდა
67-ე სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო დირექტორი გათავისუფლდა

67-ე სკოლაში გამოვლენილი დარღვევების გამო დირექტორი გათავისუფლდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში სამინისტროს შიდა აუდიტმა მუშაობა დაასრულა.

სამინისტროში ამბობენ, რომ აუდიტმა გამოავლინა მთელი რიგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რის გამოც სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოსული არაერთი საჩივრის საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებს, სამინისტროში დაახლოებით სამი თვის განმავლობაში სწავლობდა.

შედეგად, გამოვლინდა მთელი როგი დარღვევები, როგორც ქონების განკარგვის, ასევე სკოლის მართვის კუთხით, რაც სკოლის დირექტორის გათავისუფლების საფუძველი გახდა. 

სამინისტროს შიდა აუდიტის დეტარტამენტის მიერ სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ სკოლის დირექტორი, ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიდა მანდატურებს საქმიანობაში; სისტემატურად აგვიანებდა გაკვეთილზე; შეუსაბამო ფორმით აწარმოებდა მოსწავლეებთან კომუნიკაციას. ამასთან, მოიჯარეები წლების განმავლობაში უფასოდ სარგებლობდნენ სკოლის მოძრავი ქონებით; სკოლაში არსებული ქონება არ ემთხვეოდა ინვენტარიზაციის შედეგებს და ბოლოს, დარღვევები გამოვლინდა შესყიდვების პროცედურებშიც, რაზეც სკოლას გაფრთხილება ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა მიღებული”, – ამბობენ განათლების სამოინისტროში. 

მეორე დღეა, 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების ნაწილი ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვდნენ.

შემთხვევითი სიახლე

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

67 342 მასწავლებლიდან უმაღლეს კატეგორიაში მხოლოდ 9 შედის

საქართველოში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 67 342 მასწავლებლიდან უმაღლესი კატეგორიის მხოლოდ 9 პედაგოგია. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს. მასწავლებელთა …