მთავარი / საქართველო / ტურიზმი / 6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო
6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

6 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო

ტურისტების გაზრდილმა ნაკადმა საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი გაუზარდა – წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის ამ სექტორში 1.09 მლრდ დოლარის გენერირება მოხდა.

ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში ტურიზმის შემოსავლებმა 657.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28%–ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალთან შედარებით დაჩქარდა ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპი. მათ შორის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 43 %-ით არის გაზრდილი.

პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი 435 მლნ დოლარი იყო, 23.4%-ით მეტი ვიდრე შარშან. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ორი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში  867.9 მილიოი იყო. ტურიზმიდან შემოსავლისა (+28%) და ფულადი გადმორიცხვების ზრდის  (+18%) გათვალისწინებით, სებ-ი ვარაუდობს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესებულია.

“საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ეტაპობრივად კიდევ უფრო გაუმჯობესება, რასაც საქონლის ექსპორტის ზრდასთან ერთად მომსახურების ექსპორტის, განსაკუთრებით ტურიზმის და უცხოეთიდან მიღებული სხვა შემოსავლების ზრდა განაპირობებს”, – აცხადებენ სებ-ის ექსპერტები.

არსებული პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი წელს 12%-ის ფარგლებში იქნება. შეგახსენებთ, 2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.936 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, წელს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებაა ნავარაუდევი.

წყარო: GBC