მთავარი / თბილისი / 4 თებერვალს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
4 თებერვალს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

4 თებერვალს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 4 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გლდანის რაიონში შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხევძმარის, სარაჯიშვილის, შეშელიძის და თემქის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრვ) მაცხოვრებლებს.

ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზუდვა შეეხება სამგორის რაიონში: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის და ახვლედიანის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 10:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ყვარლის, ტოლენჯის, ამირეჯიბის, რატილის, წალენჯიხის, გეზათის, მთისძირის, ტვიშის, მესხეთის და უშაკოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის და რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

„თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება: ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანჯაფარიძის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

შემთხვევითი სიახლე

საბურთალოზე ბედნიერების ძეგლი გახსნეს

საბურთალოზე ბედნიერების ძეგლი გახსნეს

საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ ბედნიერების ძეგლი გახსნეს. “ეს, ძეგლი სამედიცინო უნივერსიტეტს მისმა კურსდამთავრებულმა, …