მთავარი / საქართველო / 4 მაისს საქართველოში ტემპერატურის კლება და წვიმაა მოსალოდნელი
4 მაისს საქართველოში ტემპერატურის კლება და წვიმაა მოსალოდნელი

4 მაისს საქართველოში ტემპერატურის კლება და წვიმაა მოსალოდნელი

4 მაისს საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 მაისს ტემპერატურა 15-20 გრადუსამდე დაიკლებს.

5-6 მაისს ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

რაც შეეხება დედაქალაქს, 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 გრადუსი, ხოლო 5-6 მაისს +23 +25 გრადუსი დაფიქსირდება.

შემთხვევითი სიახლე

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან …