მთავარი / საქართველო / 31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს
31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

31 ოქტომბრიდან ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

30 ოქტომბრიდან პირველ ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3–4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა ცალკეულ მდინარეებზე შესაძლებელია, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

შემთხვევითი სიახლე

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

ჩამოდით, ყველას უამბეთ ფანტასტიკურ საქართველოზე – თაკო ნაცვლიშვილი

1 კარი როცა იხურება, 100 სხვა იღება, — ასე გამოეხმაურა ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი პუტინის …