მთავარი / თბილისი / 30 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
30 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

30 ოქტომბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ რაიონში ხვალ პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, კრწანისის რაიონში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 30 ოქტომბერს, 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის, წინანაურის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.

პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შალვა დადიანის, აბესაძის და კოტე აბხაზის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V და VI კვარტლების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ შინდისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ წავკისის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-14 კილომეტრების, ჩაჩავას და გრიგოლ ფერაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, ხიზამბარელის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, მელითონეთა ქვემო დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ნაკადულის, ქინძმარაულის, თამარის და დათო ყიფიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურ ლილოს და ჭირნახილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

შემთხვევითი სიახლე

28 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

28 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც კომპანია „თელასში“ განაცხადეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა, …